IMF-ის მისია დასრულდა – ფონდი საქართველოს დაფინანსებას ზრდის

IMF-ის მისია დასრულდა – ფონდი საქართველოს დაფინანსებას ზრდის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოში მორიგი მისია დაასრულა და შესაბამისი პრეს-რელიზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ბიუჯეტის დასახმარებლად კორონავირუსის პანდემიის პირობებში დამატებით დაახლოებით 200 მილიონი დოლარის გამოყოფა იგეგმება.

გაზრდილი დაფინანსება დაეხმარება ქვეყანას სასწრაფო სამედიცინო და სოციალურ–ეკონომიკური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, სხვა დონორების დაფინანსების დასაცავად და აღდგენითი ღონისძიებების მხარდასაჭერად.

“სახელმწიფო უწყებებმა გადადგეს გადამწყვეტი ნაბიჯები კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად და მისი ეკონომიკური ზეგავლენების შესამცირებლად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდმა, რომელსაც მერსედეს ვერა მარტინი ხელმძღვანელობდა, 2020 წლის 1–13 აპრილს გამართა დისკუსიები „გაფართოებულ დაფინანსების მექანიზმზე” (EFF) გაზრდილ წვდომასთან დაკავშირებით“, – წერია პრეს-რელიზში.

მისიის შესაჯამებლად ვერა მარტინმა განაცხადა შემდეგი:

“IMF-ის გუნდი საქართველოსთვის მხარდაჭერის კვოტის (დაახლოებით $375 მილიონის) 130%-ით გაზრდის რეკომენდაციას გასცემს, რათა დაეხმაროს ჯანდაცვის და მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ზომების დაფინანსების კუთხით, კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული გადახდების საჭიროების ბალანსის მისაღწევად და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის გაზრდის კუთხით. თანხა რომელიც ამ მიმოხილვას უკავშირდება (დაახლოებით 200 მლნ დოლარი) გამოიყოფა ბიუჯეტის მხარდასაჭერად, რათა დაეხმაროს ის სახელმწიფო უწყებებს სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მისი გადახდა მოხდება ამ მიმოხილვის დასრულებასთან ერთად“.

ამრიგად საერთო ჯამში საქართველო „გაფართოებულ დაფინანსების მექანიზმის” ფარგლებში დაახლოებით $450 მლნ–ის დახმარებას უნდა ელოდოს საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან. ფონდის პრეს–რელიზში აღნიშნულია, რომ შეთახმება ახლა აღმასრულებელმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რომელიც როგორც მოსალოდნელია მაისის დასაწყისში შეიკრიბება.

“კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს ეკონომიკური პროგნოზი მნიშვნელოვნად გაუარესდა. 2020 წელს მოსალოდნელია რომ მშპ 4%–ით შემცირდეს. გაუარესებული ვაჭრობა, შეჩერებული ტურიზმი და შესუსტებული გადმორიცხვები როგორც მოსალოდნელია გაზრდის ამჟამინდელ დეფიციტს  მშპ–ს 11⅓%–მდე“, – ამბობს ვერა მარტინი.

IMF–ის გუნდის ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ სტრუქტურული რეფორმები დაეხმარება საქართველოს შეინარჩუნოს საშუალო ვადიანი ზრდის პოტენციალი და პანდემიისგან ძალების აღდგენა უფრო სწრაფად შეძლოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *