მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი კიდევ $6,4 მილიარდით გამდიდრდა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი კიდევ $6,4 მილიარდით გამდიდრდა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი კიდევ $6,4 მილიარდით გამდიდრდა. კერძოდ, მისი კომპანია Amazon–ის აქციები 5,3%–ით გაძვირდა და ერთ აქციაზე $2 283 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, სწორედ ამ კომპანიის სერვისსა და პროდუქციაზე უპრეცედენტოდ მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. საფონდო ბირჟებზე კომპანიის აქციების გაძვირება კი მის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს კიდევ უფრო ამდიდრებს.

Forbes–ის მონაცემებით, ბეზოსის ქონება უკვე $138 მილიარდადაა შეფასებული.

ბეზოსი Amazon–ის 11.2%–ს ფლობს, მისი ყოფილი მეუღლე მაკენზი ბეზოსი კი 4%–ს. აქციების ფასის ზრდის შედეგად მაკენზი ბეზოსი $2,2 მილიარდით გამდიდრდა და ახლა მისი ქონება $44,8 მილიარდს შეადგენს.

შეგახსენებთ, თებერვლის დასაწყისში ბეზოსმა $4 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა.

ბეზოსი არაერთხელ გააკრიტიკეს არასაკმარისი ქველმოქმედებისთვის. ამიტომაც მან განაცხადა, რომ $100 მილიონის დონაციას განახორციელებს Feeding America–სთვის, რომელიც საკვების ბანკების ქსელს მოიცავს და რომელსაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში უდიდესი მისია აკისრია მოსახლეობისთვის საკვების უზრუნველყოფის კუთხით.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.