IMF-ის პროგნოზი საქართველოს და რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე

IMF-ის პროგნოზი საქართველოს და რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე

საერთაშოისო სავალუტო ფონდი მიმდინარე წელს საქართველოში 4%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, ნაცვლად 4,2%-სა, რომელიც ფონდის მისიის ხელმძღვანელმა თბილისში ვიზიტისას დაასახელა. მაშინ მერსედეს ვერა მარტინმა განაცხადა, რომ IMF მიმდინარე წელს საქართველოში 4,2%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდებოდა, 2018 წელს კი 4,3%-იანს. ფონდის ანგარიშის მიხედვით კი საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4,2%-ით გაიზრდება. ფონდის წინა პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 3,5% იყო.

რეგიონის ქვეყნებში სავალუტო ფონდის პროგნოზი 2017 წლისთვის შემდეგია: 

რუსეთი – 1,8%
ყაზახეთი – 3,3%
უზბეკეთი – 6%
აზერბაიჯანი – -1%
თურქმენეთი – 6,5%
უკრაინა – 2%
ბელორუსი – 0,7%
სომხეთი – 3,5%
ტაჯიკეთი – 4,5%

კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში სავალუტო ფონდი მიმდინარე წელს მშპ-ს 3,6%-იან ზრდას პროგნოზირებს.

რეგიონის ქვეყნებში სავალუტო ფონდის პროგნოზი 2018 წლისთვის შემდეგია:

რუსეთი – 1,6%
ყაზახეთი – 2,8%
უზბეკეთი – 6%
აზერბაიჯანი – 1,3%
თურქმენეთი – 6,3%
უკრაინა – 3,2%
ბელორუსი – 0,7%
სომხეთი – 2,9%
ტაჯიკეთი – 4,0%

ანგარიშის მიხედვით, ინფლაციის დონე მიმდინარე წელს საქართველოში 6% იქნება, ხოლო მომდევნო წელს კი 3%.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *