Liberty Bank-ს ახალი მფლობელი ჰყავს

Liberty Bank-ს ახალი მფლობელი ჰყავს

Liberty Bank-ის აქციების საკონტროლო პაკეტი European Financial Group-ის მფლობელობაში გადავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად ბანკი ავრცელებს. ლიბერთის აქციების 74,64% ნიდერლანდებში დაფუძნებულმა კომპანიამ EFG-მ იყიდა.

შედეგად, ბანკის მთავარი ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ: ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრანზაქცია ბანკის სტრატეგიულ განვითარებასა და მომავალ გაფართოებაზე დადებითად აისახება, რამდენადაც ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან ბიზნესმენები, რომლებიც ფლობენ და მართავენ აქტივებს, იცნობენ ქართულ ბიზნესსექტორს, განსაკუთრებით კი საბანკო მიმართულებით.

“ბანკის მენეჯმენტი ელოდება ბანკის ზრდის და განვითარების გაგრძელებას ახალ აქციონერებთან ერთად საკუთარი კლიენტებისა და საქართველოს საბანკო სექტორის უკეთესად მომსახურებისთვის”,- ნათქვამია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.