Indigo Partners-მა Wizz Air-ის $555.56 მილიონის ღირებულების აქციებს ყიდის

Indigo Partners-მა Wizz Air-ის $555.56 მილიონის ღირებულების აქციებს ყიდის

Wizz Air-ის აქციონერმა Indigo Partners-მა უნგრულ ბიუჯეტურ ავიაკომპანიაში $555.56 მილიონის ღირებულების აქციებს ყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას Barclays Bank-ი ავრცელებს.

Barclays Bank-ი, რომელიც გარიგებების კოორდინატორია, ამბობს, რომ Indigo ავიაკომპანიაში 15 მილიონ აქციას ფლობს, რაც საერთო წილის 17.5%-ს შეადგენს.

ცნობისთვის, Wizz Air-ი ათობით ქვეყანაში ოპერირებს. მისმა საოპერაციო შემოსავალმა 2020 წელს, როდესაც ავიაციის სექტორმა ფაქტობრივად მუშაობა გააჩერა, 402 მილიონი ევრო შეადგინა.

უნგრული ავიაკომპანიის ერთი აქცია ლონდონის საფონდო ბირჟაზე 5,5 ფუნტად ივაჭრება. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 4.7 მილიარდი ფუნტია.