ინდოეთის ეკონომიკა 2022 წელს 10%-ით გაიზრდება - S&P-ის პროგნოზი

ინდოეთის ეკონომიკა 2022 წელს 10%-ით გაიზრდება - S&P-ის პროგნოზი

სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის მიხედვით, ინდოეთის ეკონომიკა აღდგენის გზაზეა და მომავალი წლისთვის პანდემიის შედეგებს დააღწევს თავს.

კერძოდ, სააგენტოს პროგნოზით, სამხრეთ აზიის უმსხვილესი ეკონომიკა ფისკალურ 2022 წელს 10%-ით გაიზრდება. ცნობისთვის, ინდოეთში ფისკალური წელი 1 აპრილს იწყება და 31 მარტს სრულდება.

„სოფლის მეურნეობაში მუდმივად კარგი მაჩვენებლები, კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების დაღმავალი მრუდი და სამთავრობო დანახარჯები ეკონომიკის აღდგენას ხელს უწყობს“, – განაცხადეს სარეიტინგო სააგენტოში.

შეგახსენებთ, 2020 წელს ინდოეთი ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული ხანგრძლივი ლოკდაუნის შედეგად რეცესიის წინაშე დადგა. ქვეყანაში საერთო ჯამში 10.9 მილიონი კოვიდ-ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული.

ახლა კი კოვიდ-შემთხვევების კლების შედეგად სოციალური შეზღუდვების შემსუბუქებაც მოსალოდნელია. ქვეყანამ გასულ თვეს მასობრივი ვაქცინაციის პროგრამაც აამოქმედა. ინდოეთის მიზანია პირველ ეტაპზე 300 მლნ ადამიანის ვაქცინაცია.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვაქცინაციას ინდოეთის ეკონომიკის აღდგენის პროცესში მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გადამწყვეტი როლი ექნება“, – აღნიშნულია S&P-ის ანგარიშში.

დატოვე კომენტარი

2 კომენტარი

  1. გამარჯობათ, ინდოეთი სამხედრო დარგში რა ტემპებით ვითარდება ?

  2. გამარჯობათ, ინდოეთი სამხედრო დარგში რა ტემპებით ვითარდება ხომ არ იცით ?

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *