InterNations-მა საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა

InterNations-მა საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა

მსოფლიოს უდიდესმა საიმიგრაციო საზოგადოება InterNations-მა საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა. Expat City Ranking 2022-ის ანგარიში იმ ორმოცდაათ ქალაქს აერთიანებს, სადაც ემიგრანტები გასულ წელს ყველაზე კმაყოფილნი, ანდაც უკმაყოფილოები იყვნენ ცხოვრებითა და მუშაობით.

InterNations-ის რეიტინგში პირველ ადგილს ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქი ვალენსია იკავებს. მეორე ადგილზეა დუბაი, ხოლო მესამე პოზიციაზე მექსიკა გვხვდება. ხუთეულს ევროპის დედაქალაქები, შესაბამისად, პორტუგალიის ლისაბონი და ესპანეთის მადრიდი ასრულებენ. საუკეთესოთა ოცეულში ვხვდებით ამერიკის შეერთებული შტატების ორ ქალაქს, მაიამისა (12) და ნიუ-იორკს (16). ემიგრანტები შტატების ორივე ქალაქის სამუშაო კულტურას დადებითად აფასებდნენ, თუმცა უკმაყოფილებას ჯანდაცვის სისტემის მიმართ გამოთქვამდნენ.

InterNations-ის თანახმად, ვალენსია პირველ ადგილს ცხოვრების ხარისხის მიხედვითაც იკავებს. ემიგრანტები განსაკუთრებით კმაყოფილნი დარჩნენ ქალაქის ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რეკრეაციული საკითხებითა და უსაფრთხოებით. ემიგრანტებისთვის ვალენსია გამორჩეული დასახლების სიმარტივითაც აღმოჩნდა, რაც, იქ არსებულ სოციალურ ცხოვრებასთან ერთად, ემიგრანტებს თავს ისე აგრძნობინებდა, როგორც საკუთარ სახლში. გარდა ამისა, ვალენსიამ პირველი ადგილი დაიკავა პირადი ფინანსების თვალსაზრისითა და ცხოვრების ღირებულებით.

InterNations-ის რეიტინგის ბოლო სამ ადგილს კი იოჰანესბურგი (50), ფრანკფურტი (49) და პარიზი (48) იკავებენ. სამივე ქალაქში ემიგრანტებმა უკმაყოფილების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ფინანსური საკითხები დაასახელეს. განსაკუთრებით იმედგაცრუებულნი ცხოვრების დაბალი ხარისხით ემიგრანტები იოჰანესბურგში იყვნენ, ხოლო პარიზი და ფრანკფურტი დასახლების სირთულით იწვევდა ემიგრანტების უკმაყოფილებას.

InterNations-ის საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების ოცეული ასე გამოიყურება:

  1. ვალენსია, ესპანეთი
  2. დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
  3. მეხიკო, მექსიკა
  4. ლისაბონი, პორტუგალია
  5. მადრიდი, ესპანეთი
  6. ბანგკოკი, ტაილანდი
  7. ბაზელი, შვეიცარია
  8. მელბურნი, ავსტრალია
  9. აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
  10. სინგაპური, სინგაპურის რესპუბლიკა
  11. ტალინი, ესტონეთი
  12. მაიამი, აშშ
  13. სიდნეი, ავსტრალია
  14. ბარსელონა, ესპანეთი
  15. ნაირობი, კენია
  16. ნიუ-იორკი, აშშ
  17. კოპენჰაგენი, დანია
  18. ლოზანა, შვეიცარია
  19. ტორონტო, კანადა
  20. ციურიხი, შვეიცარია

აქვე წარმოგიდგენთ საცხოვრებლად ყველაზე ცუდი ქალაქების ათეულს:

  1. იოჰანესბურგი, სამხრეთი აფრიკა (50)
  2. ფრანკფურტი, გერმანია (49)
  3. პარიზი, საფრანგეთი (48 )
  4. სტამბული, თურქეთი (47)
  5. ჰონგ-კონგი, ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი (46)
  6. ჰამბურგი, გერმანია (45)
  7. მილანი, იტალია (44)
  8. ვანკუვერი, კანადა (43)
  9. ტოკიო, იაპონია (42)
  10. რომი, იტალია (41)
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *