მუსიკალური ინდუსტრიის 2022 წლის ლიდერები - Spotify, Apple Music, Pandora

მუსიკალური ინდუსტრიის 2022 წლის ლიდერები - Spotify, Apple Music, Pandora

2022 წლის დასრულებასთან ერთად, მუსიკალური ინდუსტრიის წამყვანი პლატფორმები ყველაზე ხშირად გაყიდული და მოსმენილი ალბომებისა და სიმღერების სიას აქვეყნებენ. მიმდინარე წელს Spotify-ის, Pandora-სა და Apple Music-ის ჩარტებში პირველ ადგილს ლათინელ-ამერიკელი შემსრულებელი Bad Bunny იკავებს, გამონაკლისი მხოლოდ iHeartRadio-ის რეიტინგია, სადაც პირველობას Doja Cat-ი არ თმობს. რეიტინგებში სხვა ცნობილ სახეებს შორის ჰარი სტაილზი, დრეიკი, ჯასტინ ბიბერი და Future არიან.  მუსიკალური ინდუსტრიის წამყვანი პლატფორმების ვრცელი რეიტინგი ასე გამოიყურება.

iHeartRadio: აპლიკაციისა და კომპანიის რადიოსადგურების იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, iHeartRadio-ზე ყველაზე პოპულარული შემსრულებელი Doja Cat-ი გახდა, 3.6 მილიარდი მოსმენით. საუკეთესო სიმღერად კი ჯასტინ ბიბერის „STAY“ დასახელდა.

Spotify: უკვე ზედიზედ მესამე წელია, რაც Spotify-ზე ყველაზე პოპულარული შემსრულებელი Bad Bunny-ია. 1 იანვრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში სტრიმინგსერვისზე მსმენელთა რჩეული ჰარი სტაილზის „As It Was” გახდა, ხოლო საუკეთესო ალბომად Bad Bunny-ის „Un Verano Sin Ti“ დასახელდა.

Pandora: პლატფორმაზე, ოც ყველაზე პოპულარულ სიმღერას შორის, Top Twenty Thumbed Tracks of 2022-ის რეიტინგის თანახმად, ყველაზე მეტი ჰიტი Bad Bunny-ის ეკუთვნის. 2021 წლის ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაწყებული აღრიცხვით, ყველაზე ხშირად Pandora-ს მომხმარებლები Future-ისა და დრეიკის ჰიტს, „WAIT FOR U“-ს უსმენდნენ.

Apple Music: 2021 წლის 1 ნოემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში Apple Music-ზე ყველაზე ხშირად Bad Bunny-ის ალბომს „Un Verano Sin Ti“-ის უსმენდნენ, რის შედეგადაც, სტრიმინგსერვისის ინფორმაციით, Bad Bunny პირველი ლათინელ-ამერიკელი შემსრულებელი გახდა, რომელმაც Apple Music-ის რეიტინგში პირველი ადგილის დაკავება მოახერხა. იმავე პერიოდში, პლატფორმის მსმენელებში ყველაზე დიდი პოპულარობით ჯასტინ ბიბერის ჰიტი „STAY” სარგებლობდა.

iHeartRadio: Top-სიმღერები

  1. “STAY” – The Kid Laroi and Justin Bieber (1.23 მილიარდზე მეტი მოსმენა)
  2. “Heat Waves” – Glass Animals (1.2 მილიარდზე მეტი მოსმენა)
  3. “As It Was” – Harry Styles (1.1 მილიარდზე მეტი მოსმენა)
  4. “Ghost” – Justin Bieber (1 მილიარდზე მეტი მოსმენა)
  5. “That’s What I Want” – Lil Nas X (999.6 მილიონზე მეტი მოსმენა)

Spotify: Top-სიმღერები

  1. “As It Was” – Harry Styles
  2. “Heat Waves” – Glass Animals
  3. “STAY” – The Kid Laroi and Justin Bieber
  4. “Me Porto Bonito” – Bad Bunny feat. Chencho Corleone
  5. “Titi Me Pregunto” – Bad Bunny

PANDORA: Top-სიმღერები

  1. “WAIT FOR U” – Future feat. Drake and Tems
  2. “PROVENZA” – Karol G
  3. “TO THE MOON” – Jnr Choi
  4. “I Hate U” – SZA
  5. “Do We Have A Problem?” – Nicki Minaj and Lil Baby

APPLE MUSIC: Top-სიმღერები

  1. “STAY” – The Kid Laroi and Justin Bieber
  2. “As It Was” – Harry Styles
  3. “WAIT FOR U” – Future feat. Drake and Tems
  4. “Super Gremlin” – Kodak Black
  5. “Easy On Me” – Adele
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *