ინტერვიუ ფოთის საზღვაო ნავსადგურის გენერალურ დირექტორთან

ინტერვიუ ფოთის საზღვაო ნავსადგურის გენერალურ დირექტორთან

2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადაზიდული ტვირთების რაოდენობა მცირედით გაიზარდა, თუმცა ის კვლავ ჩამოუვარდება 2014 წლამდე არსებულ მაჩვენებელს. ტვირთბრუნვის შემცირებას და საქართველოს და რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას ფოთის საზღვაო ნავსადგურის გენერალური დირექტორი კლაუს ჰოლმ ლაურსენი აფასებს.

– როგორია APM ტერმინალის გეგმები საქართველოსთან მიმართებით და დღეს როგორ აფასებთ ეკონომიკურ ტენდენციებს?

– APM Terminal საქართველოში უკვე 5 წელია ოპერირებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ეკონომიკა ზრდას გააგრძელებს, მაგრამ მაჩვენებლები კლებულობს, კლების ტენდენცია ბოლო რამდენიმე წელია გრძელდება. ამის მიზეზი უმეტესად ნავთობის ფასების ცვლილებაა, ამასთან საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ახდენს მის ფარგლებს გარეთ არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია. ამჯერად ჩვენი გეგმები დაკავშირებულია უსაფრთხოების გაზრდაზე.

– ტვირთბრუნვის კუთხით არის გაუმჯობესება?

– ორი აზრი არაა, რომ ტვირთბრუნვა მცირდება. პირველ კვარტალში ჩვენი მაჩვენებლები გაუმჯობესებულია. 2016 წელს 63 000 ავტომობილი მივიღეთ, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ნიშნები კარგია, თუმცა ის კვლავ შორსაა 2014 წლამდე არსებულ  მაჩვენებელზე. ასე რომ, კვლავ გამოწვევები გვაქვს ეკონომიკაში.

ჩვენ ბევრად მეტი ტვირთის მიღება შეგვიძლია, ვიდრე დღეს ვიღებთ. ვთვლი, რომ რეგიონის სხვა პორტებშიც მსგავსი სიტუაციაა. ჩვენ ვაკვირდებით საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას დაამის მიხედვით ვავითარებთ ახალ შესაძლებლობებს საქართველოში. ჩვენ დამოკიდებულები ვართ ნავთობის ფასების სტაბილიზაციაზე. ასევე ვაკვირდებით აზერბაიჯანის და სომხეთის ეკონომიკებს.

– რა არის ეს ახალი შესაძლებლობები და როგორ ხედავთ ახალი აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივებს?

– კასპიის ზღვის მიღმა ძალიან ბევრი რესურსია. იქ საკმად ბვერი მოსახლეა და მათ აქვთ ამ რესურსებზე წვდომა. ეს არ არის მხოლოდ არსებული შესაძლებლობები, არამედ შესაძლებლობები, რომელიც კონკურენციამ მოიტანა.  ამჯერად საუბარი მიდის იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია რკინიგზას და როგორ უნდა გახდეს ის მომგებიანი. თქვენ უნდა იყოთ ძალიან ეფექტურები ყველა ოპერაციაში და გქონდეთ კონკურენტუნარიანი ფასები. შესაძლებლობები რომელიც საქართველოშია ერთია, თუმცა თქვენ დაკავშირებული ხართ სხვა ქვეყნებთან, რომელიც ამ საერთო ჯაჭვშიაჩართული. საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება იმას რომ ყველა ჩართულმა მხარემ გამართულად და შეთანხმებულად იმუშავოს.

– საქართველოში ახალი საზღვაო ნავსადგურების გახსნა კონკურენტუნარიანობაზე როგორ იმოქმედებს, თქვენ თქვით, რომ ფოთის პორტს მეტი ტვრთის მიღება შეუძლია, ვიდრე დღეს ხდება, – ხედავთ შესაძლებლობას, რომ მეტი ტვირთი იყოს მოზიდული საქართველოში?

– თუ საქართველოს სურს, რომ იყოს ტრანზიტული ქვეყანა,  უნდა ახსოვდეს რომ ის სხვა ქვეყნებს უწევს კონკურენციას. სატრანსპორტო ბიზნესი გლობალური, საერთაშორისო  ბიზნესია და ეს ბიზნესი ტვირთების გადასაზიდად საუკეთესო გზას პოულობ. ვიწრო მხედველობა ფოთის პორტის მიმართ და ოპერაციებზე დარჩენა ყველას აზარალებს.

–  საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს როგორ შეაფასებდით?

– სატრანსპორტო ბიზნესში საკმაოდ ბევრი აქციონერი და მხარეა. მთავრობისთვის და ხელისუფლებისთვის ძნელია ყველა მხარის ინტერესის დაცვა. საქართველოს მთავრობა დიალოგისთვის მზადაა. ეს არის გამოწვევა, რომლითაც ჩვენ როგორც ინვესტორები კმაყოფილები ვართ, თუმცა ყველა ინვესტორისთვის ეს შესაძლოა ასე არ იყოს. ის რომ მაჩვენებლები არ იზრდება ნიშნავს შემცირებას. შუაში ზღვარი არაა. ეს არის ეკონომიკის კანონი. გარემო იცვლება და მას უნდა მოერგოთ.