iQOS თამბაქოს ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან ინოვაციად დასახელდა

iQOS თამბაქოს ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან ინოვაციად დასახელდა

Citibank-მა ტრადიციული სიგარეტის შემცვლელი ე.წ. Heat not burn (გათბობა და არა წვა) მოწყობილობა ყველაზე მნიშვნელოვან ინოვაციად დაასახელა თამბაქოს ბაზარზე ელექტროსიგარეტის გამოშვების შემდეგ.

Citibank აღნიშნავს, რომ iQOS მწეველების ჯანმრთელობაზე ნაკლებ გავლენას ახდენს, რადგან მასში ტრადიციულ თამბაქოზე ბევრად ნაკლები საზიანო ქიმიკატებია.

ამასთან აღნიშნულია, რომ iQOS-მა უკვე მოახდინა რევოლუცია იაპონიის თამბაქოს ბაზარზე. iQOS-მა გამოსვლის დღიდან უფრო დიდი ბაზრის დაპყრობა შეძლო, ვიდრე ელექტროსიგარეტმა. ამასთან, მისმა განვითარებამ დიდი ფინანსური გავლენა იქონია კომპანიებზეც.

ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც მომხმარებელს IQOS შესთავაზა Philip Morris იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.