საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის ცენტრის მიერ საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ახალი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 89% ან „სრულიად უჭერს მხარს“ ან „გარკვეულწილად უჭერს მხარს“ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. ეს მაჩვენებელი წინა გამოკითხვის დროს დაფიქსირებულ მონაცემთან შედარებით 4%-ით არის გაზრდილი. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა საქართველოში ამჟამად ყველა დროის მაქსიმუმზეა.
ზემოაღნიშნულის გარდა, IRI-ის გამოკითხვა სხვა საკითხებსაც შეეხო: გაირკვა, რომ გამოკითხული მოსახლეობის 79% ეწინააღმდეგება უვიზო მიმოსვლას რუსეთის მოქალაქეებისთვის, მათ მიერ საქართველოში ბიზნესის წამოწყებასა და ქონების შესყიდვას; 42% აცხადებს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს მათ ინტერესებს; ამავდროულად, კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 78%-ის აზრით, ქართულ პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდა უნდა იყოს ჩაბმული.