ჩვენთვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT/Tech) სფეროს წევრებისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია პროგრესული და განვითარებული სამყაროს ნაწილად ყოფნა.
ტექნოლოგიური კომუნის წევრები, ვეხმაურებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მხარში დავუდგეთ ყველას, ვინც ახლა ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის იბრძვის.
პროტესტის ნიშნად, ხუთშაბათს და პარასკევს, 12 და 13 დეკემბერს უარს ვაცხადებთ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე. 11:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, ველოსიპედის ძეგლთან და მსვლელობით მივდივართ პარლამენტის წინ.
კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევასა და ევროკავშირის გზიდან გადახვევას; ასევე, ძალოვანი სტრუქტურების მიერ მომიტინგეების სასტიკად დარბევასა და ცემას.
ჩვენ სრულად ვიზიარებთ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის მოთხოვნებს:
● რეჟიმის პოლიტპატიმრების გათავისუფლებას;
● ხელახალი არჩევნების ჩატარებას;
● ვეწინააღმდეგებით ძალადობას მოქალაქეების მიმართ;
● მოქალაქეებზე ძალადობაში პასუხისმგებელი პირების დასჯას.
შემოგვიერთდი!