იტალია შესაძლოა ევროპაში  პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც მარიხუანას ბაზარს „მწვანეს აუნთებს“

იტალია შესაძლოა ევროპაში  პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც მარიხუანას ბაზარს „მწვანეს აუნთებს“

შესაძლოა იტალიამ მალე მარიხუანას ბაზარი ლეგალურად დაუშვას. მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ რეფერენდუმი სავარაუდოდ მომავალი წლის პირველ ნახევარში ჩატარდება. თუ იტალიელი ამომრჩეველი რეფერენდუმის შედეგად მარიხუანას ლეგალურს გახდის, ეს მთელ ევროპაში დომინოს ეფექტს გამოიწვევს.

თუმცა საინტერესოა, რომ მარიხუანის ლეგალიზაციის  მოწინააღმდეგეებმა  უკვე შეაგროვეს 500,000 ხელმოწერა, რაც ქვეყნის მასშტაბით პლებისციტის ჩასატარებლად საკმარისია. თუ იტალიელი ამომრჩევლის 57%  აღნიშნულ ინიციატივას მხარს დაუჭერს, ქვეყანას შანსი ექნება, ამჟამად არსებული საკმაოდ შემზღუდველი პოლიტიკიდან, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ სისტემად ჩამოყალიბდეს.

როგორც აშშ-ის გამოცდილება აჩვენებს, მარიხუანას ლეგალიზაციამ საკმაოდ დიდი ფინანსური და ეკონომიკური სარგებელი მოიტანა. ეროვნული კვლევითი ცენტრის მკვლევრის, პიერო დავიდის მიერ შედგენილი შეფასების მიხედვით, იტალიის „რეკრეაციული მოხმარება“ საშუალოდ €8 მილიარდს შეადგენს.

ამჟამად ეს სიკეთეს მხოლოდ ადგილობრივი და უცხოელი კრიმინალური დაჯგუფებებისთვის წარმოადგენს, რომლებიც იტალიაში კანაფის უკანონო ბაზარზე დომინირებენ. ლეგალიზაციის შემთხვევაში, ის სიგარეტთან შესაბამისობაში 75%-ით დაიბეგრება, რაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ქვეყნის ბიუჯეტს დამატებით €6 მილიარდის შემოსავალს მოუტანს, ამასთან შემცირდება სახელმწიფოს ხარჯები სასამართლო პროცესებისა და დაკავებების შემცირების პარალელურად.

სახელმწიფო მონაცემებით, მარიხუანას მხოლოდ სამედიცინო მიზნებით მოხმარება 30%-ით გაიზარდა და 1.1 ტონას მიაღწია. ბაზრის ლეგალიზაციის შემთხვევაში, მხარდამჭერების ინფორმაციით, ქვეყანაში დამატებით 35,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. აშშ-ში ლეგალურ მარიხუანასთან დაკავშირებული სამუშაო ადგილების რაოდენობა ბოლო სამ წელიწადში გაორმაგდა და 321,000-ს მიაღწია.

როგორც აშშ-ის გამოცდილება აჩვენებს, თუ ცალკეული ქვეყნები კანაფს ლეგალურს გახდიან, ეს დომინოს ეფექტს გამოიწვევს მთელ სამეზობლოში, რადგან ისინი საკმაოდ დიდ ეკონომიკურ სარგებელს დაინახავენ. შესაბამისად, იტალიის მიერ კანაფის ლეგალიზების შემთხვევაში, მას სხვა ევროპული ქვეყნებიც უნდა მიჰყვნენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.