ივლისში საარსებო მინიმუმი შემცირდა

ივლისში საარსებო მინიმუმი შემცირდა

ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა და საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 165 ლარი და 80 თეთრი შეადგინა, რაც ივნისთან შედარებით 80 თეთრით ნაკლებია. თუმცა წლიურად საარსებო მინიმუმი 13.9 ლარითაა გაზრდილი. 

რაც შეეხება შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმს, საქსტატის გაანგარიშებით ის 187.2 ლარს შეადგენს, რაც წინა თვესთან შედარებით 90 თეთრით ნაკლებია, წინა წლის ივლისთან შედარებით კი 15.7 ლარით გაზრდილი. 

რაც შეეხება ოჯახის ტიპებს, საქსტატის მიხედვით საარსებო მინიმუმი შემდეგნაირად ნაწილდება: 

  • ორსულიანი – 265.2 ლარი

  • სამსულიანი – 298.4 ლარი

  • ოთხსულიანი – 331.5 ლარი

  • ხუთსულიანი – 373 ლარი

  • ექვსსულიანი და მეტი – 441 ლარი 

საქსტატი საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც ითვალისწინებს კვების პროდუქტების მოხმარების მინიმალურ ნორმებს, ხოლო სტატისტიკური მეთოდით განისაზღვრება დანახარჯები არასასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე. საარსებო მინიმუმის კლება/მატება კი აღნიშნული პროდუქტების ფასებზეა დამოკიდებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.