ივნისში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 1.4 პროცენტით გაიაფდა

ივნისში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 1.4 პროცენტით გაიაფდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივნისში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 1.4%-ით შემცირდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 6.1% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 6.1%-ით გაძვირდა.

ივნისში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე შემცირდა: ბოსტნეული და ბაღჩეული – 29%-ით, ხილი – 6.2%-ით, რძე, ყველი და კვერცხი- 5.2%-ით. სატრანსპორტო საშუალებები გაიაფდა 7.6%-ით, საწვავი 4.3%-ით.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები (13.6%-ით) გაიზარდა. ჯანმრთელობის დაცვის ფასი 7.5%-ით გაიზარდა. ბოლო ერთ წელიწადში ხილი 47%-ით გაძვირდა, რძე, ყველი და კვერცხი 17%-ით,  ხორცი და ხორცის პროდუქტები 13%-ით,  ზეთი 13.5%-ით, პური და პურპროდუქტები – 10%-ით.

გრაფიკი: წლიური ინფლაციის მაჩვენებლები

          

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.