საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ივნისში, წინა წლის ივნისთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 4.6%-ით გაიზარდა. 2016 წლის ივნისში ზრდა 2.9% იყო. 2017 წლის პირველი ნახევრის (იანვარ-ივნისის) ეკონომიკურმა ზრდამ 4.5% შეადგინა.
2017 წლისთვის, ჯამში, საქართველოს მთავრობა 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.