ივნისში საქართველოში იმპორტი 12 პროცენტით შემცირდა

ივნისში საქართველოში იმპორტი 12 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის ივნისში 2018 წლის ივნისთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი არ შეცვლილა, ხოლო იმპორტი 12%-ით (91 მლნ დოლარით) შემცირდა. 2019 წლის ივნისში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 307 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 688 მლნ დოლარი შეადგინა.

ივნისის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 381 მლნ დოლარია, რაც 2018 წლის ივნისის უარყოფით ბალანსზე 90 მლნ დოლარით ნაკლებია.

ექვსი თვის ჯამში, 2019 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი 11.5%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 5%-ით შემცირდა. სავაჭრო ბრუნვა 0.6%-ითაა შემცირებული. ექვსი თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -2 417 მლნ დოლარია, გასული წლის ექვს თვეში -2 799 მლნ დოლარი იყო.

ივნისის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 ივლისს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.