ივნისში ტურისტების რაოდენობა 3.3 პროცენტით გაიზარდა

ივნისში ტურისტების რაოდენობა 3.3 პროცენტით გაიზარდა

მიმდინარე წლის ივნისში გასული წლის ივნისთან შედარებით საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 3.3%-ით გაიზარდა. 2014 წლის ივნისში 191 034 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2015 წლის ივნისში 197 537ტურისტი. იანვარ-ივნისში კი ჯამში ტურისტების რაოდენობა, 16 924 კაცით, 1.9%-ით შემცირდა.

ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურიზმთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, ივნისში 9.3%-ით გაიზარდა. 2014 წლის ივნისში 454 347 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2015 წლის ივნისში 496 758