ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 5.5 პროცენტამდე გაზარდა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 5.5 პროცენტამდე გაზარდა

ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე გაზრდილი ინფლაციური მოლოდინის გამო, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი) 0.5% პუნქტით გაზარდა და ახალმა საპროცენტო განაკვეთმა 5.5% შეადგინა. ამასთან, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცენტო განაკვეთის ეტაპობრივ ზრდას – 2015 წლის ბოლოს 6.5%-მდე.

ეს ნიშნავს, რომ მოსახლოების იმ ნაწილს, რომელსაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი აქვს, სესხის მომსახურების საფასური გაუძვირდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *