საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელების უმრავლესობამ ჯეფ ბეზოსი, Amazon-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ათწლეულის ტოპ-ბიზნესმენად დაასახელა. გამოკითხვა CNBC-იმ ჩაატარა.
მეორე ადგილზე გავიდა ჯეკ მა, უმხსვილესი ჩინური ინტერნეტ-კომერციული პლატფორმის Alibaba-ს დამფუძნებელი, ხოლო მესამეზე – ელონ მასკი, Tesla Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელების მიერ დასახელებულთა შორის ასევე მოხვდნენ სატია ნადელა, ტიმ კუკი, უორენ ბაფეტი და ჯეიმი დაიმონი.
ბეზოსმა ამაზონი 90-იან წლებში დაარსა. პლატფორმა დღეს მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ ბაზარია, რომელიც შემოსავლებით ამერიკის უდიდეს საცალო სავაჭრო ქსელ Walmart-საც კი აჭარბებს. 2018 წელს მისმა გაყიდვებმა თითქმის 233 მილიარდი დოლარი შეადგინა.
Forbes-ის და Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, ბეზოსის ქონება 109 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.
წყარო: CNBC