გახსოვთ ის დრო, როდესაც გთხოვდნენ აგეხსნათ, რატომ დაგაგვიანდათ სამსახურში? ან თქვენი მენეჯერის სახე, როცა თხუთმეტი წუთით ადრე წასვლას სთხოვდით ბაღიდან ბავშვის გამოსაყვანად? ვფიქრობ, გახსოვთ. დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში თქვენ COVID-19-ის პანდემიის მადლიერი ხართ ამ მენეჯერული მიდგომების მცდარობის დამტკიცებისთვის. მართლაც, პანდემიამ აიძულა კომპანიები, გამოეძებნათ მუშაობის ახალი გზები, რომლებსაც ბიზნესის უწყვეტობის ყველაზე ექსტრემალური გეგმებიც კი არ ითვალისწინებდა. ინდუსტრიის მასშტაბით, ლიდერები ამჟამად იყენებენ (ან უახლოეს მომავალში გამოიყენებენ) გაკვეთილებს სახლიდან მუშაობის ამ ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტიდან, სამუშაოს შესრულების ახალი საშუალებების გამოსანახავად. იმ დროს, როცა ზოგიერთი ლიდერი მუშაობს ამაზე, Japan Tobacco International-მა (JTI) უკვე დაიწყო სამუშაო ადგილიდან მოშორებით მეტი დროის გატარების შეთავაზება თავისი მთელ მსოფლიოში მყოფი პერსონალისთვის. JTI-ის ხელმძღვანელობას სწამს, რომ მთავარია არა ოფისში გატარებული საათები, არამედ სამუშაო მაჩვენებლები და შედეგები. ეს თანამშრომლებს აწვდის თამამ და მნიშვნელოვან გზავნილს: თანამშრომლობა აგებულია ნდობაზე.
რაიმე ტექნოლოგია რომ დახმარებოდა Japan Tobacco International-ის თანამშრომლებს ყველაზე ხშირად წარმოთქმული სიტყვების დასათვლელად, შედეგებს შორის აუცილებლად იქნებოდა NWOW (New Ways of Working – მუშაობის ახალი გზები), როგორც ყველაზე ხშირად გამოყენებული ფრაზა. იმის გამო, რომ ასეთი ტექნოლოგია არ არსებობს, Forbes Georgia-მ სთხოვა JTI-ის თანამშრომლებს, აღეწერათ მათი ახალი სამუშაო მოდელი, რომელიც აგებულია ოთხ ძირითად ელემენტზე: მეტი „მოქნილობა“ მუშაობისას, „ხელმძღვანელობა“ მეტი ავტონომიით, „ცხოვრება“ მეტად დაბალანსებული სამუშაოსა და ცხოვრების თანაფარდობით და „ერთგულება” JTI-ის მიმართ – მიუხედავად იმისა, მუშაობ ოფისში, ქარხანაში, თუ უბრალოდ ამ სფეროში. NWOW უკვე ახალი ნორმაა JTI-სთვის და გარდაუვალი მომავალი სხვებისთვის.
JTI-მ NWOW მოქნილი მეთოდოლოგიით შექმნა. ოპერატიული გუნდი შედგებოდა იურიდიული, ადამიანური რესურსებისა და კორპორაციული კულტურის, მარკეტინგის, გაყიდვებისა და IT პროფესიონალებისგან, რომლებმაც დაუჯერებელი სამუშაო შეასრულეს.
ალია ალდაშევა
ადამიანური რესურსებისა და კორპორაციული კულტურის დირექტორი, ბელარუსისა და კავკასიის კლასტერი
კორონავირუსმა და შემდგომმა შეზღუდვებმა მუშაობის სრულიად ახალი გზების გამოგონება განაპირობა. მთელი მსოფლიო ფიქრობს მუშაობის ტრადიციული სტილის უსაფრთხო, სასიამოვნო და ეფექტიან თანამშრომლობად გარდაქმნაზე. ორგანიზაციები ახლა ცდილობენ სახლიდან სამუშაო მოდელის გამართვას, რომელშიც უნდა ჩაერთოს კრეატიული და ინოვაციური ღონისძიებები. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიამ მოგვცა თანამშრომლობის ვირტუალურ სამყაროში შესვლისა და პროდუქტიულობის მაღალი მაჩვენებლების შენარჩუნების უნარი, მაინც აშკარაა, რომ ორგანიზაციული კულტურის შექმნისა და შენარჩუნებისთვის სოციალური ინტერაქცია და პირადი კომუნიკაცია შეუცვლელია.
JTI ყოველთვის იყო კომპანია, რომელიც სხვადასხვა სფეროში ინოვაციებს ნერგავდა და ადამიანებს თავის უდიდეს აქტივად აღიარებდა. ჩვენ ასევე ველოდით ოფისის ხელახლა გახსნას, მას შემდეგ, რაც გადავწყვიტეთ დასწრების ტრადიციული, ოფისზე დაფუძნებული კულტურის მიტოვება და თანამშრომლებისთვის მოქნილობის, უკეთესი მუშაობისა და მაღალი პროდუქტიულობის თავისუფლების მიცემა.
JTI-მ შეიმუშავა ინოვაციური მიდგომა სახელწოდებით NWOW. ეს მოქნილობის გასაძლიერებელი და თანამედროვე მრავალი თაობის თანამშრომლების „ახალ ნორმაზე“ გადამყვანი ტრენდული მოწყობაა, რომელიც განსაკუთრებით მილენიალებისა და Gen-Z-ის პრეფერენციებს ერგება. ჩვენ ახლა ვაშენებთ მრავალფეროვან და კოლაბორაციულ სამუშაო სივრცეებს, ვაძლევთ თავისუფლებას ჩვენს თანამშრომლებს ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით:
მოქნილობა: სრული მოქნილობის დანერგვა ჩვენს მუშაობაში, როდესაც თითოეული ჩვენგანი არის თავისი სამუშაოს განმკარგავი და შეუძლია გადაწყვიტოს, როგორ, სად და როდის აკეთოს ის.
ლიდერობა: საკუთარი თავის გაძლიერება საკუთარი კარიერის გაკონტროლებისა და საუკეთესო ფორმაში ყოფნისთვის.
ცხოვრება: სარგებლობა მუშაობისა და ტექნოლოგიების ერთობლიობით, რაც საშუალებას გვაძლევს, ვფლობდეთ საკუთარ გადაწყვეტილებებს.
ერთგულება: JTI-ის სამყაროს თითოეულ ნაწილში გუნდისადმი ერთგულების განცდის განვითარება, ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა და მუდმივად JTI გუნდის ნაწილად დარჩენა. NWOW გაჩნდა ივლისში ყველა თანამშრომლისთვის, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, სადაც JTI იმყოფება.
NWOW-მა გაცნობისთანავე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ახლაა ამ ყველაფრის ადგილობრივად განხორციელების დრო. ყოველივე ამას ორიოდე თვე დაეთმო და მთელი პროცესი ძალიან სახალისო და საინტერესო გამოდგა. ჩვენ გავითვალისწინეთ მრავალი ადგილობრივი სპეციფიკა, მაგრამ შევინარჩუნეთ NWOW-ის საერთაშორისო და თანამედროვე ხასიათი.
ამდენი ხნის განმავლობაში სახლიდან მუშაობის შემდეგ, თანამშრომლები NWOW-ით ისარგებლებენ. ჩვენი გლობალური ჩართულობის კვლევის პასუხები ადასტურებს თანამშრომლების კოლაბორაციისა და ურთიერთობის სურვილს. ამავე დროს, მათ სურთ, ჰქონდეთ მოქნილობა და არჩევანის თავისუფლება. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ტრადიციული ოფისი სრულად არასოდეს დაბრუნდება და NWOW საუკეთესო, მოქნილი მოდელია როგორც ჩვენი თანამშრომლებისთვის, ასევე თავად ბიზნესისთვისაც.
თინათინ ჯანაშვილი
ადამიანური რესურსებისა და კორპორაციული კულტურის ბიზნესპარტნიორი, საქართველო
ერთ-ერთი ცალსახად საინტერესო კონცეფცია – 50/50 ჰიბრიდული მოდელია. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ჩვენთვის იდეალური ვარიანტია, რომელიც სრულად პასუხობს დღევანდელ გარემოებებს. ეს ნიშნავს, რომ მე შემიძლია 50% დისტანციურად მუშაობა ნებისმიერი ადგილიდან – სახლიდან, კაფედან, საცურაო აუზიდან, სოფლიდან და ა.შ. ეს მე დიდ მოქნილობასა და თავისუფლებას მანიჭებს; დღეს ყველგან შეგიძლიათ ინტერნეტთან დაკავშირება, ამიტომ ბევრი არჩევანია, თუ საიდან გირჩევნიათ იმუშაოთ დისტანციურად.
მშვენიერია დარჩენილი 50%-ის დახარჯვა ჩვენს მყუდრო და კოლაბორაციულ საოფისე სივრცეში. ეს სასარგებლოა სოციალური ურთიერთობისა და პირადი შეხვედრებისთვის. მე ვგრძნობ, რომ სამუშაო ადგილის არჩევანი ხშირად ჩემი საქმიანობის ბუნებაზეა დამოკიდებული. ხანდახან მჭირდება მშვიდი ატმოსფერო, მაგრამ უფრო ხშირად სოციალური ინტერაქცია და ხალხი არის ის, რაც მოტივაციას და შთაგონებას მაძლევს.
ვგრძნობ, რომ არჩევანის თავისუფლება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩემთვის, როგორც თანამშრომლისთვის, არამედ ჩვენი კანდიდატებისთვის, მთლიანად ბიზნესისთვის. სამუშაოს მაძიებლები ყოველთვის კითხულობენ ჩვენი სამუშაო მოდელის შესახებ; ახლა ჩვენ თამამად ვპასუხობთ: ეს არის NWOW, შეგიძლიათ იმუშაოთ ყველგან, სადაც გინდათ, სამუშაო დროის მთელი ნახევრის განმავლობაში!
გიორგი ჯინჭარაძე
იურიდიული მენეჯერი, კავკასია
პანდემიამ იზოლაციასთან, შიშთან და შეზღუდვებთან ერთად გვაიძულა, სახლებში შევსულიყავით. ამ პერიოდში საზღვარი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბუნდოვანი იყო. გადის დღეები და ხანდახან სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ოთახსაც კი არ ვიცვლი და ვაგრძელებ მუშაობას ან სამსახურზე ფიქრს. სამუშაოსა და სახლს შორის ფიზიკური საზღვარი გაქრა.
NWOW-ს მოჰყვება უამრავი ახალი მოთხოვნა ჩვენი თანამშრომლების რბილი უნარებისთვის, მათ შორისაა თვითდისციპლინა, მოტივაცია, დავალებების სათანადო პრიორიტეტიზაცია და სოციალური ინტერაქცია. COVID-19-ის ჩაკეტვების დროს ცხადი გახდა, რომ ჩვენი ყველა თანამშრომელი ძალიან კარგად მართავს დროს და არ საჭიროებს ზედამხედველობას.
სამუშაო-ცხოვრების ბალანსის საკითხის გადასაჭრელად და თანამშრომლების ფიზიკური და გონებრივი სიჯანსაღის შესანარჩუნებლად, ჩვენ შემოვიღეთ მოქნილი და ძირითადი საათები. ძირითადი საათების განმავლობაში, რაც სამუშაო დღის ნახევარს შეადგენს, მე ხელმისაწვდომი ვარ შეხვედრებისთვის, ზარებისთვის, აქტიური კომუნიკაციისთვის, ხოლო დღის მეორე ნახევარში, რომელსაც ჩვენ მოქნილ საათებს ვუწოდებთ, სრულიად თავისუფლად შემიძლია ავაწყო აქტივობები ჩემი პირადი პრეფერენციების მიხედვით.
ამგვარად შემიძლია, კომფორტულად დავაბალანსო სამუშაო და პირადი ცხოვრება.
ადამიანების კეთილდღეობა და კომფორტი JTI-ის ნომერი პირველი მიზანია. სანამ სახლიდან მუშაობა ახალ ნორმად იქცეოდა, თანამშრომლებს ყოველთვის ჰქონდათ მხარდაჭერა საჭირო ტექნიკური აღჭურვილობით. ახლა იმისათვის, რომ მათი დისტანციური სამუშაო ადგილი კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდეს, თითოეულ თანამშრომელს დაეხმარებიან სახლის ოფისისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენაში. ყველა ახალი თანამშრომელი ისარგებლებს დისტანციური სამუშაო აღჭურვილობის სრული სპექტრით.
თეკო გოჩაშვილი
მასშტაბური ბრენდების მენეჯერი
ჩვენ ყველანი ძალიან დადებითად ვართ განწყობილი NWOW-ს მიმართ! მე მონაწილეობა მივიღე ლოკალიზაციის პროცესში და ეს დიდებული წინსვლა შთამბეჭდავი იყო. ახლა შემიძლია საზღვარგარეთ გამგზავრება და იქიდან წელიწადში ათი დღე მუშაობა – გეოგრაფიული საზღვრები აღარ არსებობს.
NWOW დაგვეხმარება გუნდისადმი ერთგულებისა და კოლეგიურობის გაძლიერებაში. ამის შედეგებს უკვე ვხედავთ. ჩვენ გვესმის, რომ ნაწილობრივი დისტანციური მუშაობა გარდაუვალი მომავალია. თუმცა, მუდმივად დისტანციური მუშაობა საბოლოოდ მიგვიყვანს შემოქმედებითობის, ინოვაციის, მოტივაციის დაქვეითებამდე, და შეიძლება, გარკვეულ მომენტში შეამციროს პროდუქტიულობაც. საოფისე კულტურის მრავალი ელემენტი არ შეიძლება შეიცვალოს ონლაინელემენტებით. მაგალითად, ზოგჯერ კოლეგასთან ერთად ყავის დალევა შეუცვლელია. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი NWOW ამ ყველაფრის შესახებაა!