მასკის თქმით, Tesla მრავალგზის დაგვიანებულ Roadster-ს 1-ელ ოქტომბერს წარადგენს

მასკის თქმით, Tesla მრავალგზის დაგვიანებულ Roadster-ს 1-ელ ოქტომბერს წარადგენს

ფოტო: Tesla Roadster concept

 

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა, განაცხადა, რომ ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია 1-ელ ოქტომბერს დიდი ხნით დაგვიანებულ Roadster-ს წარადგენს. ავტომობილის პრეზენტაცია პირვანდელი კონცეპტვერსიის წარდგენიდან თითქმის ათი წლის შემდეგ მოხდება.

აღნიშნულის შესახებ მომხმარებლებს ილონ მასკმა X-ის საკუთარ გვერდზე ამცნო.

აგვისტოში გამოცემა The Information-მა გაავრცელა ცნობა, რომ Tesla განახლებული დიზაინის მქონე Roadster-ის წარდგენას ჯერ კიდევ იმავე თვეში გეგმავდა. საავტომობილო ენთუზიასტების მოსაზრებით, პრეზენტაციის ღონისძიებაზე შესაძლოა შეზღუდული ტირაჟით გამოშვებული ვერსია აჩვენონ, რომელიც აღჭურვილი იქნება SpaceX-თან თანამშრომლობით შექმნილი ე.წ. „ცივი გაზის“ (Cold-Gas) რეაქტიული ძრავებით.

The Information-ის ცნობით, ღონისძიება, სავარაუდოდ, SpaceX-ის საცდელ პოლიგონზე გაიმართება.

Tesla-მ Roadster-ის შემდეგი თაობის მოდელი პირველად 2017 წელს წარადგინა და განაცხადა, რომ მიწოდება 2020 წელს დაიწყებოდა, თუმცა პროექტი არაერთხელ შეფერხდა და გადაიდო.

Roadster-ის საბოლოოდ წარდგენის შესახებ სიახლე მას შემდეგ გავრცელდა, რაც გასულ კვირას Tesla-მ ოსტინში, შეზღუდულ ზონებში თავისი ორადგილიანი Cybercab-ის საცდელი მგზავრობების განხორციელება დაიწყო. მასკმა ეს ავტომობილი Tesla-ს უპილოტო ავტომობილების სფეროში დომინანტურ ძალად გარდაქმნის პროცესში გადამწყვეტ ტექნოლოგიად დაახასიათა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, Roadster-ის პროექტი ჩვეულებრივი, მაღალი წარმადობის ელექტრომობილიდან სრულიად ახალ, კარბონის ფირისგან დამზადებულ ჰიპერქარად გარდაიქმნა მას შემდეგ, რაც Tesla-მ Model S Plaid-ის კომპონენტებზე დაფუძნებულ ალტერნატიულ მიდგომაზე უარი თქვა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.