კანადა ტექნოლოგიური გიგანტებისთვის ციფრულ გადასახადს აწესებს

კანადა ტექნოლოგიური გიგანტებისთვის ციფრულ გადასახადს აწესებს

კანადა 2022 წლისთვის გლობალური ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, როგორიცაა მაგალითად Facebook-ი და Google, ციფრული გადასახადის დაწესებას აპირებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. როგორც კანადის ფინანსთა დეპარტამენტში აცხადებენ, აღნიშნული რეგულაცია დარჩება ძალაში მანამ, ვიდრე წამყვანი ქვეყნები საერთო კოორდინირებულ მიდგომას არ შეიმუშავებენ მსგავსი კომპანიების გადასახადებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, ამ კუთხით საერთო მიდგომაზე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში მუშაობენ. კანადის მთავრობა აცხადებს, რომ ისინი წუხან ამ საკითხზე საერთო შეთანხმების მიღწევის გაჭიანურების გამო.

აღსანიშნავია, რომ ციფრული გადასახადი კანადაში 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ეს რეგულაცია ფედერალურ შემოსავლებს 3.4 მილიარდი კანადური დოლარით ($2.6 მლრდ) გაზრდის ხუთი წლის განმავლობაში.

“კანადელებს სურთ ისეთი საგადასახადო სისტემა, რომელიც სამართლიანია, და რომელსაც ყველა იხდის თავისი სამართლიანი წილის მიხედვით“, – განაცხადა კანადის ფინანსთა მინისტრმა კრისტია ფრილანდმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *