Moderna - ჩვენი ვაქცინა 100%-ით ეფექტურია ინფიცირების მწვავე შემთხვევის პრევენციის კუთხით

Moderna - ჩვენი ვაქცინა 100%-ით ეფექტურია ინფიცირების მწვავე შემთხვევის პრევენციის კუთხით

ფარმაცევტული კომპანია Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საგანგებო რეჟიმში დასადასტურებლად აშშ-ის შესაბამის უწყებაში მალე წარადგენს. ამერიკული Forbes-ის ცნობით, ახალი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მათი ვაქცინა ვირუსის პრევენციისთვის 94%-იანი ეფექტურობით გამოირჩევა. გარდა ამისა, კლინიკური შემოწმების მესამე ფაზაზე, რომელშიც 30 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, დაასკვნეს, რომ შემთხვევების 100%-ში ვაქცინა ეფექტური იქნება ინფიცირების მწვავე შემთხვევების პრევენციისთვის.

კვლევის შედეგები დაფუძნებულია სხვადასხვა დემოგრაფიული მონაცემების მქონე ადამიანებზე ჩატარებულ შემოწმებებზე.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ მიერ შექმნილ ვაქცინასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების კუთხით რაიმე სერიოზული გამოწვევა არ არსებობს, მინიმალურია გვერდითი მოვლენებიც, რომელიც შეიძლება იყოს მხოლოდ ინექციის ადგილის ტკივილი, თავის ტკივილი და დაღლილობა.

Moderna-ს ცნობით, აშშ-ის წამლისა და საკვების უსაფრთხოების სამსახური მათი ვაქცინის შესახებ სამსჯელოდ 17 დეკემბერს უნდა შეიკრიბოს.

კომპანიას 2020 წლის ბოლოსთვის 20 მილიონი დოზა ვაქცინის უზრუნველყოფა შეუძლია. გლობალურად კი Moderna 2021 წლისთვის 500 მილიონიდან 1 მილიარდამდე დოზა ვაქცინის წარმოებას აპირებს.

შეგახსენებთ, Moderna-ს გარდა, ვაქცინის 94%-ზე მეტი ეფექტურობის შესახებ Pfizer/BionTech-მაც განაცხადეს.  

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.