"ხორვატიას კორონავირუსის კრიზისის სირთულეები არ აქვს“ - ქვეყნის პრემიერი

"ხორვატიას კორონავირუსის კრიზისის სირთულეები არ აქვს“ - ქვეყნის პრემიერი

 ხორვატიის პრემიერ-მინისტრის ანდრეი პლენკოვიჩის განცხადებით, მის ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული სირთულეები არ არის. პლენკოვიჩის თქმით, 20 000-მდე ადამიანი დარჩა უმუშევარი ვირუსის აფეთქების შემდეგ, რაც მისი თქმით, ძალიან მცირე რაოდენობაა იმასთან შედარებით, რაც სხვა ქვეყნებს აქვთ.

“ჩვენ სწრაფი, მომავალზე ორიენტირებული და ეფექტური ნაბიჯები გადავდგით და შესანიშნავი ეკონომიკური შედეგები გვაქვს ახლა. ჩვენი სურვილია, რომ შევამსუბუქოთ ის ზომები, რომლებიც ეკონომიკაზე ზეწოლას ახდენს და ჩვენს მშპ-ს ამცირებს რამდენიმე პროცენტით“, – განაცხადა პრემიერმა.

“ევროკავშირი უნდა ეხმარებოდეს არამხოლოდ ხორვატიას, არამედ მის ყველა წევრ ქვეყანას ამ კრიზისში. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ საერთო ევროპული მიდგომა მიიღწევა მაშინ, როდესაც ეს საჭიროა“, – დასძინა ხორვატიის პრემიერმა.

ხორვატია იწყებს ზომების შემსუბუქებას, რაც ქვეყანას კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის აქვს დაწესებული. ზომების შემსუბუქება სამ ეტაპად მოხდება.

პირველი ეტაპი დაიწყო 27 აპრილს, დღეიდან ის ბიზნესები, სადაც ადამიანებთან ძალიან ახლო კონტაქტის საშიშროება არ არის, იხსნება. მათ შორის არის მუზეუმები და წიგნის მაღაზიები, თუმცა, სალონები და კოსმეტიკური კომპანიები, ასევე სავაჭრო ცენტრები რჩება დაკეტილი.

თუ ბიზნესის გახსნის პირველი ეტაპი იქნება წარმატებული, შემდეგ ეტაპზე ქვეყანა 4 მაისს გადავა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა ნორმალურ ფუნქციონირებას განაახლებს, ასევე კერძო ჯადაცვის სექტორიც, და აქ შედის სილამაზის სალონებიც და კოსმეტიკური კლინიკებიც.  

მესამე ეტაპი, რომელიც 11 მაისიდან არის დაგეგმილი, მოსახლეობას მიეცემა საშალება შენობებს გარეთ შეკრების, თუმცა, ფიზიკური დაცვით, სწორედ ამ დროს გაიხსნება სავაჭრო ცენტრებიც და აღდგება შიდა ფრენები.

როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, ხორვატიის მშპ 9%-ით შემცირდება. ეკონომიკური ინსტიტუტის დირექტორი ხორვატიში მარუსკა ვიზეკი ამბობს, რომ მთავრობის ეკონომიკური ზომები კრიზისის გადასალახავად საკმარისია, თუმცა, მხოლოდ მოკლე ვადაში. მისივე თქმით, მთავრობა ამ დრომდე მხოლოდ შიდა რესურსებს ეყრდნობოდა და ასევე კომერციული ბანკებიდან სესხებს, თუმცა, საკამათოა, საკმარისი იქნება თუ არა ეს იმისათვის რომ ხორვატიამ გრძელვადიანი კრიზისი გადალახოს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციის გარეშე, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდია.

მთავრობის დახმარების პაკეტის მიხედვით, 650 ევროს ოდენობის ხელფასების უზრუნველყოფა მოხდება, ასევე მთავრობის პაკეტი ითვალისწინებს დღგ-ს გადავადებას, ბიზნესებისთვის უფრო ხელსაყრელ საპროცენტო განაკვეთებს და ა.შ.

კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეულმა კრიზისმა ხორვატიაში მნიშვნელოვნად დააზარალა ტურიზმის სექტორი, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ს მოიცავს.

თუმცა, ქვეყანაში განიხილავენ შესაძლებლობას, რომ ჩეხი ვიზიტორები ზაფხულიდან ე.წ ტურისტული კორიდორების გავლით ხორვატიაში ჩაიყვანონ. ტურისტებს, რომლებიც სამედიცინო ცნობის მიიღებას შეძლებენ, რომელიც დაადასტურებს რომ ისინი არ არიან დაინფიცირებული, ხორვატიაში ჩასვლის უფლება ექნებათ საჰაერო და საგზაო გზით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *