ხუთმა ქართულმა ღვინომ საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. კერძოდ, Sommeliers Choice Awards 2021-ზე წარმატება „ასკანელის“ ოთხ ღვინოს ხვდა წილად:
- საფერავი – 90 ქულა – ოქროს მედალი
- მუკუზანი – 87 ქულა – ვერცხლის მედალი
- მუზა – 87 ქულა – ვერცხლის მედალი
- ტენტურიე – 81 ქულა – ვერცხლის მედალი
ასევე Bimbili – Itsis Marani-ს ალექსანდრეულმა 86 ქულა და, შესაბამისად, ვერცხლის მედალი მიიღო.
Sommeliers Choice Awards-ი ყოველწლიურად გამორჩეულ ღვინოებს პრესტიჟული სომელიეებისგან შემდგარი ჟიურისგან გადაეცემა.
Sommeliers Choice Awards-ზე საკუთარი ღვინის წარდგენა ნებისმიერ მწარმოებელს წინასწარი რეგისტრაციის შედეგად შეუძლია, რის შემდეგაც იმართება კონკურსი და თითოეულ ღვინოს შესაბამისი ქულა ენიჭება. ქულები კი მედლის ხარისხს (ორმაგი ოქროს, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს) განსაზღვრავს.