"კოკა-კოლა" 200 დასახელების სასმელის ბრენდს აუქმებს

"კოკა-კოლა" 200 დასახელების სასმელის ბრენდს აუქმებს

“კოკა-კოლა“ პორტფელის ნაწილს, ანუ 200 ბრენდს აუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. სასმელების მწარმოებელ გიგანტ კომპანიაში აცხადებენ, რომ ისეთი მოძველებული სასმელის წარმოება შეწყდება, როგორებიცაა: Tab, Zico და Odwalla.

მათივე განმარტებით, პორტფელის შემცირება “კოკა-კოლას“ საშუალებას მისცემს, ფოკუსირდეს მის ყველაზე მოგებიან შეთავაზებებზე: Coca-Cola Zero Sugar-ზე და ასევე, ბრენდებზე, რომლებიც ახალ კატეგორიებში შედის: Topo Chico და AHA, რომელთა წარმოებაც კომპანიამ გასულ წელს დაიწყო.

კომპანიამ იმ ბრენდებზე მუშაობაც დაასრულა, რომელიც მათ პორტფელში რჩება, თუმცა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმს ქვინსიმ კონკრეტული ბრენდების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ “ჰიდრატაციის” კატეგორია, Dasani, Powerade, Vitamin Water, Zico და სხვა ბრენდები, სავარაუდოდ, უფრო მეტად შემცირდება. ამის მიზეზი, ქვინსის თქმით, არის ის, რომ ამ ბრენდების გაყიდვები მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 2%-ს წარმოადგენს.

ცნობისთვის, “კოკა-კოლას“ პანდემიის დროს რესტორნების დახურვის გამო გაუჭირდა. მესამე კვარტალში კომპანიის წმინდა შემოსავალმა 9%-ით იკლო და $8.7 მილიარდი შეადგინა.