კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მხრიდან დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა იზრდება

კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მხრიდან დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა იზრდება

2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა თითქმის 25%-ით გაიზარდა. 

თუკი 2017 წელს პრეტენზიების რაოდენობა 3665-ს შეადგენდა, გასული წლის ბოლოს მათმა რაოდენობამ 4563 შეადგინა. აქედან ყველაზე მეტი – 1049 პრეტენზია დაფიქსირდა სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებით, მას მოსდევს მიმდინარე ანგარიშთან დაკავშირებული პრეტენზიები – 864 და საკრედიტო ბარათთან დაკავშირებული პრეტენზია – 441. მომენტალურ განვადებასთან დაკავშირებით, მომხმარებლებმა 379 პრეტენზია დააფიქსირეს, ხოლო ბიზნეს სესხებთან დაკავშირებით კი 226. პრეტენზიების დანარჩენი წილი სხვა სახის პროდუქტებზე მოდის.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ წელს 79 პრეტენზია დაფიქსირდა მომხმარებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის შესაძლო გაცემასთან დაკავშირებითაც.

იმ პრეტენზიებიდან კი, რომლის განხილვაც კომერციულმა ბანკებმა გასულ წელს დაასრულეს საფუძვლიანად 1823 მიიჩნიეს, ხოლო უსაფუძვლოდ კი 4403. კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა ბოლო წლებია ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რისი ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, მომხმარებელთა მხრიდან გააქტიურება იყოს. 2016 წელს პრეტენზიების რაოდენობა 2857-ს შეადგენდა, 2015 წელს 2697-ს, ხოლო 2014 წელს კი 2895-ს.

გასულ წელს 1459 პრეტენზია დაფიქსირდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ, საიდანაც უმეტესობა – 1227 სამომხმარებლო სესხს ეხებოდა.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *