კომპანია ფერი პანკისში სამყურისწყალი ჰესის მშენებლობას იწყებს

კომპანია ფერი პანკისში სამყურისწყალი ჰესის მშენებლობას იწყებს

პანკისში სამყურისწყალი ჰესის მშენებლობა იწყება. პროექტს კომპანია ფერი ახორციელებს. ჰესის დადგმული სიმძლავრე 27 მგვტ იქნება, ხოლო წლიური გამომუშავება 160 მლნ კილოვატ საათი. გამომუშავებული ელექტროენერგიის 100%  ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. ჰესის საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ დოლარია. აღნიშნული თანხიდან, ნაწილი კომპანიის კაპიტალი იქნება, ნაწილი კი მოზიდული სახსრები. ფერიში ფორბსს უთხრეს რომ სესხის მოსაზიდად მოლაპარაკებები მიმდინარეობს EBRD-თან და TBC-სთან. 

კომპანია „ფერის“ ჰესის აშენებისთვის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 24 ნაკვეთი უკვე გადაეცა. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, კომპანიას მიწის ნაკვეთები ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით, 168 668 ლარად გადასცა. 

ჰესის სამშენებლო სამუშაოები აგვისტოში დაიწყება და 2 წელში დასრულდება. 

კომპანია „ფერსა“ და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი 2015 წელს გაფორმდა. პირვანდელი პროექტთ ადგილზე ორი ჰესი უნდა აშენებულიყო, თუმცა პროექტმა ცვლილებები განიცადა და ადგილზე მხოლოდ ერთი ჰესის აშენება მოხდება, თუმცა მისი დადგმული სიმძლავრე არ შეცვლილა. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *