კომპანიები, რომელთაც 2021 წელს აშშ-ში ყველაზე მეტი პატენტი დაარეგისტრირეს

კომპანიები, რომელთაც 2021 წელს აშშ-ში ყველაზე მეტი პატენტი დაარეგისტრირეს

დღეს, ტექნოლოგიური კომპანიების განსაკუთრებული წარმატება აღარავის უკვირს, მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რომ თითოეული ინოვაციური გადაწყვეტის უკან, ხშირ შემთხვევაში, პატენტის მიღების ძალიან რთული პროცესია, რომელშიც უამრავი ადამიანი არის ჩართული, იურისტებითა და ინჟინრებით დაწყებული, ბიუროკრატებით დამთავრებული. ამგვარად, კვლევისა და განვითარების (R&D) დეპარტამენტი, როგორც წესი, ნებისმიერი ბიზნესის დასაყრდენია, რომლის განვითარებისთვის კომპანიების მესვეურები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ.

მთელი ეს ინდუსტრია იმდენად მასშტაბური და მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად, ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით სპეციალიზებული იურიდიული ფირმა Harrity & Harrity, იმ სამასი კომპანიის, ორგანიზაციისა და უნივერსიტეტის რეიტინგს ადგენს, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტ პატენტს არეგისტრირებენ. აღნიშნული რეიტინგი დაფუძნებულია აშშ-ის პატენტებისა და საავტორო უფლებების ოფისის ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2021 წელს ქვეყანაში თითქმის 328 ათასი პატენტი დარეგისტრირდა, რაც 7%-ით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით.

აშშ-ში ყველაზე მეტი პატენტის მქონე კომპანიების რეიტინგის პირველ ადგილს ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, IBM-ი იკავებს, რომელმაც, გასულ წელს 8540 პატენტი დაარეგისტრირა. საინტერესოა, რომ კვლევისა და განვითარების მიმართულებით IBM-ი ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო კომპანიაა, რომელიც უკვე 29 წელია, რაც ყველა სხვა ამერიკულ კომპანიას ჯობნის.

რეიტინგის მეორე ადგილს სამხრეთკორეული Samsung-ი იკავებს, რომელმაც 2021 წელს 8517 პატენტი დაარეგისტრირა. საინტერესოა, რომ Samsung-ის მიერ რეგისტრირებული პატენტები, უმეტესწილად, ვირტუალური და გაფართოებული რეალობის, ხელოვნური ინტელექტის, მანქანური დასწავლის, 5G-სა და ავტომობილის თვითმართვადი ტექნოლოგიების ინდუსტრიებზე მოდის. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის, რომ IBM-ი და Samsung-ი ამერიკის შეერთებული შტატების პატენტების ბაზარს დომინირებენ – გასულ წელს, თითოეულმა მათგანმა თითქმის ორჯერ უფრო მეტი პატენტი მიიღო,  ვიდრე მესამე ადგილზე გასულმა LG-მ.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში მოხვედრილი კომპანიების სრული უმეტესობა ტექნოლოგიურ ინდუსტრიას მიეკუთვნება. თუმცა, რეიტინგის პირველ ოცეულში ორ ავტომწარმოებელს – იაპონურ Toyota-ს და ამერიკულ Ford-ს, ასევე ერთ ინდუსტრიულ გიგანტს, Raytheon Technologies-ს ვხვდებით. საინტერესოა ისიც, რომ რეიტინგის პირველ ოცეულს ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, რომელიც თერთმეტი კომპანიით არის წარმოდგენილი. რეიტინგის მეორე და მესამე ადგილს, რაოდენობრივად, იაპონია და სამხრეთ კორეა იკავებენ, ოთხი და ორი კომპანიით.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტი რეგისტრირებული პატენტის მქონე კომპანიების, ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების Harrity & Harrity-ის მიერ მომზადებული რეიტინგის პირველ ოცეულს Forbes Georgia უცვლელად წარმოგიდგენთ:

#1 – IBM Corporation

პატენტების რაოდენობა 2021 წელს: 8540
ცვლილება 2020-თან შედარებით: -9%
ქვეყანა: აშშ

#2 – Samsung Electronics Co.

პატენტების რაოდენობა 2021 წელს: 8517
ცვლილება 2020-თან შედარებით: 0%
ქვეყანა: სამხრეთ კორეა

#3 – LG Corporation

პატენტების რაოდენობა 2021 წელს: 4388
ცვლილება 2020-თან შედარებით: -13%
ქვეყანა: სამხრეთ კორეა

#4 – Canon

პატენტების რაოდენობა 2021 წელს: 3400
ცვლილება 2020-თან შედარებით: -8%
ქვეყანა: იაპონია

#5 – Huawei Technologies Co.  

პატენტების რაოდენობა 2021 წელს: 2955
ცვლილება 2020-თან შედარებით: -7%
ქვეყანა: ჩინეთი

#6 – Intel Corporation

პატენტების რაოდენობა 2021 წელს: 2835
ცვლილება 2020-თან შედარებით: -14%
ქვეყანა: აშშ

#7 – TSMC

პატენტების რაოდენობა 2021 წელს: 2807
ცვლილება 2020-თან შედარებით: -3%
ქვეყანა: ტაივანი

#8 – Toyota

პატენტების რაოდენობა 2021 წელს: 2753
ცვლილება 2020-თან შედარებით: -2%
ქვეყანა: იაპონია

#9 – Raytheon Technologies Corporation

პატენტების რაოდენობა 2021 წელს: 2694
ცვლილება 2020-თან შედარებით: -16%
ქვეყანა: აშშ

#10 – Sony Corporation

პატენტების რაოდენობა 2021 წელს: 2624
ცვლილება 2020-თან შედარებით: -9%
ქვეყანა: იაპონია

#11 – Apple Inc.

პატენტების რაოდენობა 2021 წელს: 2591
ცვლილება 2020-თან შედარებით: -9%
ქვეყანა: აშშ

#12 – Microsoft Corporation

პატენტების რაოდენობა 2021 წელს: 2453
ცვლილება 2020-თან შედარებით: -17%
ქვეყანა: აშშ

#13Qualcomm

პატენტების რაოდენობა 2021 წელს: 2165
ცვლილება 2020-თან შედარებით: -6%
ქვეყანა: აშშ

#14BOE Technology Group

პატენტების რაოდენობა 2021 წელს: 2141
ცვლილება 2020-თან შედარებით: -1%
ქვეყანა: ჩინეთი

#15Amazon.com Inc

პატენტების რაოდენობა 2021 წელს: 2110
ცვლილება 2020-თან შედარებით: -11%
ქვეყანა: აშშ

#16 – Dell Technologies

პატენტების რაოდენობა 2021 წელს: 2053
ცვლილება 2020-თან შედარებით: 2%
ქვეყანა: აშშ

#17Alphabet Inc.  

პატენტების რაოდენობა 2021 წელს: 2015
ცვლილება 2020-თან შედარებით: -15%
ქვეყანა: აშშ

#18Micron Technology Inc.  

პატენტების რაოდენობა 2021 წელს: 1798
ცვლილება 2020-თან შედარებით: 17%
ქვეყანა: აშშ

#19Panasonic Corporation  

პატენტების რაოდენობა 2021 წელს: 1715
ცვლილება 2020-თან შედარებით: -11%
ქვეყანა: იაპონია

#20 – Ford Motor Company  

პატენტების რაოდენობა 2021 წელს: 1675
ცვლილება 2020-თან შედარებით: -20%
ქვეყანა: აშშ

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *