პუტინის თქმით, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ბილატერულ ურთიერთობას გააღრმავებენ

პუტინის თქმით, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ბილატერულ ურთიერთობას გააღრმავებენ

ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო ტელევიზიის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი და კონსტრუქციული ბილატერული ურთიერთობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

ახალი ამბების სააგენტო, KCNA-ს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტისათვის კორეის გათავისუფლების დღის მისალოცად გაგზავნილ წერილში ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობის გაღრმავება ორივე ქვეყნის ინტერესებშია. პუტინის მტკიცებით, აღნიშნული პარტნიორობა ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის რეგიონსა და კორეის ნახევარკუნძულზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობას გააძლიერებს.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს საპასუხო წერილი გაუგზავნა. წერილში კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ რუსულ-ჩრდილოკორეული მეგობრობა მეორე მსოფლიო ომში იაპონიაზე გამარჯვების შედეგად ჩამოყალიბდა. შეგახსენებთ, იაპონიას ამ პერიოდში კორეის ნახევარკუნძული ოკუპირებული ჰქონდა.

კიმ ჩენ ინის მოსაზრებით, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის პარტნიორობა 2019 წელს დადებული შეთანხმების ფარგლებში გაღრმავდება. შეგახსენებთ, რომ ივლისში ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *