გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ქვეყნის მეთაურის თანამდებობას შეინარჩუნებს, – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო კონსერვატიულმა პარტიამ გუშინ გამართულ ფარულ კენჭისყრაზე. ბორის ჯონსონს ნდობა პარლამენტის 211-მა წევრმა გამოუცხადა, ხოლო 148-მ მისი გადაყენება მოითხოვა – საერთო ჯამში, კენჭისყრაში მონაწილეობა პარლამენტის 359-მა წევრმა მიიღო კონსერვატიული პარტიიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ბორის ჯონსონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შეინარჩუნა, მის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური მოძრაობა იმაზე უფრო მძლავრია, ვიდრე კონსერვატიული პარტიის მიერ არჩეული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის შემთხვევაში იყო – ჯონსონის წინააღმდეგ ხმა კონსერვატიული პარტიის პარლამენტის წევრების 40%-მა მისცა.
BREAKING: Boris Johnson survives an attempt to oust him as prime minister, winning a secret ballot of Conservative MPs by 211 votes to 148
1922 Committee Chair Graham Brady announced the result of the confidence vote to a room packed with Tory MPs https://t.co/65dXd9CRkI pic.twitter.com/2E8k1CowHq
— Bloomberg UK (@BloombergUK) June 6, 2022
შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონის გადაყენების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული ლოკდაუნების დროს, პრემიერ-მინისტრმა არაერთ წვეულებას უმასპინძლა დაუნინგ-სტრიტზე მდებარე რეზიდენციაში, რისთვისაც ჯონსონი პოლიციამ დააჯარიმა. საინტერესოა, რომ ბევრი ამ შემთხვევას „ფართიგეითადაც“ მოიხსენიებს.