"კორონავირუსის მეორე აფეთქება შესაძლოა ზამთარში განმეორდეს და ის გრიპის სეზონს დაემთხვეს“

"კორონავირუსის მეორე აფეთქება შესაძლოა ზამთარში განმეორდეს და ის გრიპის სეზონს დაემთხვეს“

კორონავირუსის ეპიდემიის მეორე აფეთქება შესაძლოა ამ წლის ზამთარში განმეორდეს და ის გრიპის სეზონს დაემთხვეს, რაც კიდევ უფრო მეტ კრიზისს შექმნის ჯანდაცვის სექტორში. ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა The Washington Post-ს განუცხადა.

“არსებობს შესაძლებლობა, რომ ვირუსის შემოტევა ჩვენს ქვეყანაში მომდევნო ზამთარს დაიწყოს, რაც კიდევ უფრო რთული იქნება, ვიდრე ჩვენ ახლა გვაქვს. ამას როდესაც სხვებს ვეუბნები, ისინი თავებს ატრიალებენ, არ ესმით რას ვგულისხმობ. ჩვენ გვექნება კორონავირუსის და გრიპის ეპიდემია ერთდროულად“, – განაცხადა რობერტ რედფილდმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გრიპის სამკურნალო საშუალებები და ასევე ვაქცინა არსებობს, განსხვავებით კორონავირუსისგან, ეს მაინც რჩება მომაკვდინებელ ინფექციად.

წლევანდელი გრიპის სეზონი აშშ-ში საკმაოდ აქტიური იყო, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც მაღალი იყო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, წელს გრიპს 168 ბავშვი შეეწირა, გასულ წელს, გრიპმა 34 200 ამერიკელი იმსხვერპლა, ხოლო 35,5 მილიონი ადამიანი დაინფიცირებული იყო.

ამ მონაცემებიდან გამომდინარე ნათელია, რომ თუ გრიპისა და კორონავირუსის სეზონები ერთმანეთს დაემთხვევა, ეს საავადმყოფოების გადატვირთვას გამოიწვევს.

“არ ვიცი იქნება თუ არა ეს უფრო საშინელი სეზონი, მჯერა რომ ჩვენ გვექნება თავდაპირველად გამაფრთხილებელი სიგნალები წინასწარ მონიტორინგის შედეგად“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში, დებორა ბირქსმა.

შეგახსენებთ, რობერტ რედფილდმა დამაფიქრებელი კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც რამდენიმე გუბერნატორმა შტატების ნაწილობრივ გახსნაზე ფიქრი დაიწყო, მიუხედავად იმისა რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი კვლავ მზარდია.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.