Kotler Impact-ი და AWE კონსალტინგი, „ლურჯ ოკეანესთან" ერთად, კოტლერის „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების" პირველ კრებულს გამოსცემენ

Kotler Impact-ი და AWE კონსალტინგი, „ლურჯ ოკეანესთან" ერთად, კოტლერის „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების" პირველ კრებულს გამოსცემენ

თანამედროვე მარკეტინგის სწრაფადცვალებად სამყაროში, სადაც ბიზნესის განვითარების გზებსა და მიმართულებებს ინოვაცია და სტრატეგია აყალიბებს, დოქტორ ფილიპ კოტლერის „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლები“ (Essentials of Modern Marketing (EOMM) აკადემიური თუ საქმიანი წრეებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი პროექტია.

„თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლები“ კოტლერის მონუმენტური წიგნია. პირველად ისტორიაში, მისი სახელმძღვანელო საქართველოს ბაზრის წარმატების ისტორიაზე იქნება ფოკუსირებული, აღწერს საქართველოს ბიზნესეკოსისტემას, მარკეტინგულ სტრატეგიებსა და ლიდერობის მიდგომებს.

პროექტმა დაწყებიდან სულ რამდენიმე თვეში მსოფლიო აღიარება და წამყვანი ბიზნესლიდერებისა და პოლიტიკის შემქმნელების მხარდაჭერა მოიპოვა. წიგნი უკვე გამოიცა იტალიაში, ნიდერლანდებსა და პოლონეთში. 2023 წლის ბოლომდე ამ სიას მსოფლიოს ათი წამყვანი ქვეყანა შეემატება ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის ჩათვლით. 2025 წელს კი, EOMM-ის 50 ექსკლუზიური გამოცემა გვექნება.

წიგნში თავმოყრილია ისეთი ლეგენდარული ბრენდების წარმატების ისტორიები, როგორიცაა Danone-ი, Oracle-ი, Lamborghini, Google-ი, Porsche, Heineken-ი, Ferrari, Accenture-ი და სხვ.

EOMM-ის პირველი გამოცემა, AWE კონსალტინგის, რეგიონში Kotler Impact-ის ექსკლუზიური და ოფიციალური წარმომადგენლის ხელშეწყობით ხორციელდება. „ლურჯ ოკეანესთან“, საქართველოში ბიზნესლიტერატურის მიმართულებით უკონკურენტო გამომცემელთან, პარტნიორობით კი მოხდება ქეისების შერჩევა და წიგნის ქართულენოვანი გამოცემა.

ეს გამოცემა წარმოადგენს ისტორიულ მომენტს ქართული კომპანიებისთვის, რადგანაც მათი წარმატების მაგალითებისა და ინოვაციური მიდგომების შესახებ, ამ პრესტიჟული გამოცემის წყალობით, მალე მთელი მსოფლიო გაიგებს.

„ჩვენი მიზანია, რომ EOMM-ის პირველ ქართულ გამოცემაში მაქსიმალურად მოვიცვათ ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ყველა სფერო და საზღვრებს გარეთ, გაცილებით დიდ მასშტაბებზე გავიტანოთ წარმატებული ქართული კომპანიების სახელები. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვანია არამხოლოდ კონკრეტულ ინდუსტრიაში მოღვაწე პროფესიონალებისა თუ კომპანიებისთვის, არამედ ქართული ბიზნესისთვის, და ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის“, – თათა ჭოლარია, რეგიონში Kotler Impact-ის ექსკლუზიური და ოფიციალური წარმომადგენელი.

S