კრედო ბანკმა Triodos Investment Management-ის ფონდებისგან 14 მილიონი ლარი სუბორდინირებული სესხი მიიღო

კრედო ბანკმა Triodos Investment Management-ის ფონდებისგან 14 მილიონი ლარი სუბორდინირებული სესხი მიიღო

კრედო ბანკმა 14 მილიონი ლარის მოცულობის 7 წლიანი სუბორდინირებული სესხი მისი აქციონერებისგან – Triodos Fair Share Fund და Triodos Microfinance Fund-ისგან მიიღო. აღნიშნულ ფონდებს მსოფლიოში აღიარებული სოციალური გავლენის მქონე ინვესტორი Triodos Investment Management მართავს. მეორად კაპიტალად კლასიფიცირებული ფინანსური რესურსი კრედო ბანკის კაპიტალისა და ლიკვიდობის პოზიციებს კიდევ უფრო გააძლიერებს, რითაც COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ ეფექტური ქმედებების განხორციელებაში დაეხმარება.

მოხარული ვარ, რომ ჩვენი აქციონერები – Triodos Fair Share Fund და Triodos Microfinance Fund – ამ მნიშვნელოვანი გარიგებით მხარს უჭერენ კრედო ბანკს. ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათ ნდობას, რომ ბანკი წარმატებით გადალახავს COVID-19-ის შედეგად შექმნილ გლობალურ გამოწვევებს. ძლიერი ბიზნეს მოდელის წყალობით, კრედო აქტიურად განაგრძობს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების ფინანსურ მხარდაჭერას, განსაკუთრებული აქცენტით მის ძირითად სეგმენტზესასოფლო სამეურნეო საქმიანობით დაკავებულ მსესხებლებზე.” –განაცხადა კრედო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ფირცხელავამ.

კრედო ბანკი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში მოღვაწე ათობით ათასი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმდინარე და სამომავლო საჭიროებების დაკმაყოფილებასა და მხარდაჭერაში. სუბორდინირებული სესხი ხაზს უსვამს ჩვენს ნდობას კრედო ბანკისადმი და გამოხატავს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას, რათა შევინარჩუნოთ ძლიერი ფინანსური ინფრასტრუქტურა საქართველოში და დავიცვათ იგი COVID-19-ის არასასურველი ზემოქმედებისგან.” – აღნიშნა ტიმ კრინსმა, Triodos Investment Managementის ფონდის ხელმძღვანელმა.

 

კრედო ბანკის შესახებ

კრედო ბანკი წამყვან პოზიციას იკავებს საქართვლელოს მიკროსაფინანსო ბაზარზე. დღესდღეობით 72 სერვისცენტრის საშუალებით, იგი 300 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ინოვაციური ფინანსური პროდუქტებითა და სერვისებით ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და დასაქმებას ქვეყნის მასშტაბით. კრედო ბანკის მფლობელია სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმი, რომელიც Access Microfinance Holding AG (Access Holding), responsAbility Investments AG (responsAbility) და Triodos Investment Management BV (Triodos) –გან შედგება.

www.credobank.ge

კრედო ბანკის Facebook გვერდი 

Triodos Investment Managementის შესახებ

Triodos IM აერთიანებს ინვესტორებს, რომელთაც სურთ თავიანთი ინვესტიცია მიმართონ ისეთი ინოვაციური მეწარმეებისა და ბიზნესებისკენ, რომლებიც იღწვიან გრძელვადიანი და პოზიტიური ცვლილებებისთვის. ამით Triodos IM აძლიერებს და აქტიურად უჭერს მხარს სექტორებს, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ, სამყარო გახადონ უფრო სამართლიანიმდგრადი და ჰუმანური. Triodos IM საინვესტიციო ფონდებით 25 წელია ხელს უწყობს შემდეგ დარგებს: განახლებადი ენერგეტიკა და კლიმატი, ფინანსური ჩართულობა და სოფლის მეურნეობის მდგრადობა. გარდა ამისა, ინვესტირებას ახდენს კომპანიებში, რომელთაც რეალური წვლილი შეაქვთ ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო განვითარებაში. Triodos IM –ის აქტივები 2019 წლის დეკემბრის მონაცემებით 4,6 მილიარდ ევროს შეადგენს.

 www.triodos-im.com