კომპანია კროკობეთმა პარიზის ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებისთვის ქართველ ჯუდოკას, ილია სულამანიძეს საჩუქრად მეტროპოლის ბათუმის კომპლექსში ბინა გადასცა.
ილია სულამანიძე და კროკობეთი 2022 წლიდან თანამშრომლობენ. მიმდინარე წელს კი ქართველ ჯუდოკასა და კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კვლავ გახანგრძლივდა.
ილია სულამანიძემ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შესანიშნავად იასპარეზა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ილია სულამანიძე ახალგაზრდულ ტურნირებზე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახლავთ. დიდებში კი არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.
2021 წელს ქართველი ჯუდოკა დიდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. 2022 წლის სეზონში კი ილიამ იერუსალიმის მასტერსი და თელ ავივის გრანდ სლემი მოიგო. მომდევნო წელი კი მას კიდევ უფრო წარმატებული ჰქონდა და თბილისისა და ბაქოს გრანდ სლემებზე და ალმადას გრან პრიზე ოქროს მედლებს დაეუფლა. ამასთან, სულამანიძე 2023 და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის პრიზიორი გახდა.
კომპანია კროკობეთი წლების განმავლობაში არაერთი ქართული სპორტული გუნდისა თუ სპორტსმენის სპონსორი იყო. ტრადიცია გრძელდება, კროკობეთი კვლავაც ქართული სპორტის მხარდამჭერია და უახლოეს მომავალშიც არაერთი სპორტსმენისა თუ გუნდის გვერდში იდგება. S