კვარაცხელია The Guardian-ის 100 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში მოხვდა

კვარაცხელია The Guardian-ის 100 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში მოხვდა

ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა 2022 წლის მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელის ნაწილობრივი (100-11) სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. კვარაცხელია საუკეთესო ასეულში მე-40 პოზიციას იკავებს.

ხვიჩა სიაში ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც არიან: კრიშტიანუ რონალდუ (#51, „ალ ნასრი“), ვიქტორ ოსიმენი (#52, „ნაპოლი“), მარკუს რეშფორდი (#58, „მანჩესტერ იუნაიდეტი“), რიჩარლისონი (#61, „ტოტენჰემი“), დარვინ ნუნიესი (#82, „ლივერპული“), ჩირო იმობილე (#87, „ლაციო“) და სხვები.

The Guardian-ის სიის პირველ ათეულში მოხვედრილი ფეხბურთელების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ჩამონათვალში მე-11-მე-20 პოზიციებზე შემდეგ მოთამაშეებს ვხედავთ:

#11 სადიო მანე („მიუნხენის ბაიერნი“)

#12 ნეიმარი („პარი სენ-ჟერმენი“)

#13 ჰარი კეინი („ტოტენჰემ ჰოტსპური“)

#14 ჯუდ ბელინგემი („დორტმუნდის ბორუსია“)

#15 კაზემირო („მანჩესტერ იუნაიტედი“)

#16 აშრაფ ჰაკიმი („პარი სენ-ჟერმენი“)

#17 ანტუან გრიზმანი („მადრიდის ატლეტიკო“)

#18 ფედერიკო ვალვერდე („მადრიდის რეალი“)

#19 პედრი („ბარსელონა“)

#20 ემილიანო მარტინესი („ასტონ ვილა“)

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *