ცენტრალური ევროპის ქვეყნების რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად, NATO ესპანეთსა და გერმანიას შორის გაზის მილსადენის გაყვანას განიხილავს, – ამის შესახებ ესპანური გამოცემა, La Vanguardia წერს. აღსანიშნავია, რომ დღეს გერმანიისა და ცენტრალური ევროპის რუსეთის მიერ გაზიფიცირების საკითხი ის წითელი ხაზია, რომელიც ევროკავშირს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში კონსენსუსის მიღწევაში ხელს უშლის.
როგორც ირკვევა, საუბარია რამდენიმე წლის წინ დახურული პროექტის, Midcat-ის გაცოცხლებაზე – ამ მეგაპროექტის შედეგად, რომელიც 2019 წელს €400 მილიონად იყო შეფასებული, პირენეს ნახევარკუნძული ალჟირიდან შემოსული გაზის ერთგვარ გამანაწილებელ ევროპულ პლატფორმად იქცევა. ცნობისთვის, თავის დროზე, ეს პროექტი უფრო მწვანე ენერგოწყაროებაზე გადასვლის მიზეზით გაუქმდა.
თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ Midcat-ის პროექტი სრული დატვირთვით ამუშავდება, წელიწადში, მას 14 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის მიწოდება შეუძლია – ამ დროს რუსული „ჩრდილოეთის ნაკადი – 2“-ის მიწოდების შესაძლებლობა 55 მილიარდ კუბურ მეტრს უდრის.