ლარის ახალი ანტირეკორდი - ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9808 ლარი გახდა

ლარის ახალი ანტირეკორდი - ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9808 ლარი გახდა

ლარის კურსი დოლარის მიმართ კვლავ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება 2.9808 ლარი გახდა, რაც დღეს მოქმედ კურსზე 0.71 თეთრით გაუფასურებული მაჩვენებელია. დოლარის მიმართ ლარი რეკორდულად მაღალ დონეზეა გაუფასურებული.

ლარი გამყარდა ევროსთან და ერთი ევროს ფასი 3.2571 ლარი გახდა, რაც დღეს მოქმედ კურსთან შედარებით, 1.13 თეთრით გამყარებული მაჩვენებელია.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები 27 სექტემბრიდან შევა ძალაში.

ლარის კურსის დასასტაბილურებლად ეროვნული ბანკი ბაზარს 40 მლნ დოლარს მიაწვდის. როგორც ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის.

“ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად, ეროვნული ბანკი ხვალ, 27 სექტემბერს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.

ეროვნული ბანკი თანმიმდევრულად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად”, – ნათქვამია სებ–ის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *