დოლარის კურსი 3 ლარს მიუახლოვდა, ეროვნული ბანკი 40 მილიონ დოლარს ყიდის

დოლარის კურსი 3 ლარს მიუახლოვდა, ეროვნული ბანკი 40 მილიონ დოლარს ყიდის

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი განაახლა. საღამოს 5 საათიდან 1 დოლარის ოფიციალური კურსი 2.9808 ლარია, ხოლო 1 ევროსი 3.2571 ლარი. ბანკებში 1 დოლარის შესყიდვის ფასი 3 ლრს გადასცდა. დოლარის მიმართ ლარი რეკორდულად მაღალ დონეზეა გაუფასურებული.

დღეს ბლუმბერგის სავალუტო ბირჟაზე 1 დოლარის ღირებულებამ 2.9878 ლარს მიაღწია, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხვალ, 27 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე 40 მლნ დოლარი გაყიდოს. ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ სავალუტო ბირჟაზე ლარის კურსმა 2.9650-მდე დაიწია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.