ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. შედეგად, ლაშა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ტალახაძემ ძალოსნობის ტურნირზე +102 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა. ქართველმა ძალოსანმა ორჭიდში 470 კილოგრამი დააფიქსირა, ატაცში – 215 კილოგრამი, ხოლო აკვრაში – 255 კილოგრამი.
ლაშამ პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი რიოში, 2016 წელს მოიგო, მეორე – ტოკიოს ოლიმპიადაზე, რომელიც 2020 წლის ნაცვლად, 2021 წელს ჩატარდა. შეგახსენებთ, ლაშა სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონობასთან ერთად, ასევე არის შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი.
ამ დროისთვის ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ექვსი მედალია – სამი ოქრო (ლაშა ბექაური, გენო პეტრიაშვილი, ლაშა ტალახაძე), ორი ვერცხლი (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაო (ლაშა გურული).