მსოფლიოს ორი უდიდესი ავიაკომპანია ჰიტროუს აეროპორტში სრულად ვაქცინირებული მგზავრებისათვის სწრაფი მომსახურების რიგებს დატესტავს. სქემის მიხედვით, ვაქცინირებული მგზავრებისათვის ოთხი რიგი იქნება გამოყოფილი, ხოლო მათ საკუთარი ვაქცინაციის სტატუსის შესახებ ინფორმაციის ატვირთვა თვითმფრინავში ჩასხდომამდე შეეძლებათ.
ამგვარი ინოვაციის გამოცდის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ბრიტანეთმა დაბალი რისკის მქონე ქვეყნებისათვის კარანტინისაგან თავისუფალი მოგზაურობის დაშვების გადაწყვეტილება მიიღო. ამ ყველაფრის გამოსაცდელად კი სახელმწიფოს British Airways-ი და Virgin Atlantic-ი დაეხმარებიან.
ტრანსპორტის მდივანი, გრანტ შაპსი, სქემის უფრო დეტალურად გაცნობას კვირის განმავლობაში გეგმავს. აღნიშნული გადაწყვეტილება სწრაფად მოჰყვა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გეგმას, რომლის მიხედვითაც 19 ივლისის შემდეგ თითქმის ყველა შეზღუდვა მოიხსნება. კვირის დასაწყისში ჯანდაცვის მდივანმა, საჯიდ ჯავიდმა, განაცხადა, რომ ტრანსპორტის მინისტრი პრემიერ-მინისტრს საერთაშორისო მგზავრობის თაობაზე ახალ წინადადებას შესთავაზებდა.
თუმცა დიდ ბრიტანეთში კოვიდშემთხვევების რაოდენობა ზრდას მაინც განაგრძობს. ჯანდაცვის ექსპერტები კი აცხადებენ, რომ არც ერთი ვაქცინა არ არის 100%-ით ეფექტიანი.
საინტერესოა, რომ 2020-21 წლებში ჰიტროუს აეროპორტის მგზავრთა რაოდენობა პოსტანდემიურ პერიოდთან შედარებით, 8 მილიონიდან 675 ათას კაცამდე დაეცა. შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ტურისტებსა და საერთაშორისო მოგზაურებს კიდევ უფრო მეტად წაახალისებთ.
გარდა ამისა, აღნიშნული სქემა სახელმწიფოს იმიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების კონტროლში დაეხმარება.