მოთხოვნის შემცირებისა და წარმოების გაზრდის გამო მომავალ წელს საკვებზე ფასების კლებაა მოსალოდნელი

მოთხოვნის შემცირებისა და წარმოების გაზრდის გამო მომავალ წელს საკვებზე ფასების კლებაა მოსალოდნელი

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, მომდევნო წლებში მომხმარებლებმა შესაძლოა გარკვეული შეღავათები მიიღონ სურსათზე ფასების კლებით, რაც განპირობებული იქნება მოთხოვნის ზრდის ტემპის შენელებითა და წარმოების ზრდით.

ჩინეთის ბაზარზე არსებული დიდი მოთხოვნისა და ამინდის გაუარესების გამო, გლობალურად საკვების დანახარჯები 9-წლიან მაქსიმუმს გადასცდა. ამან კი მომხმარებელთა ბიუჯეტს პანდემიის დაწყების შემდეგ კიდევ უფრო დიდი დარტყმა მიაყენა. თუმცა, შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში, ინფლაციის დონეს მორგებული ფასები შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს. ამის მიზეზი კი მარცვლეულსა და თევზე მოთხოვნის ზრდის ტემპის შენელება და სამეურნეო მარაგების ზრდაა.

ფასების ზრდის მაღალი მაჩვენებელი უკვე თითქმის ერთი წელია, გრძელდება. შედეგად გაძვირდა ყველაფერი – პიცის ცომით დაწყებული, ხორცითა და ყავით დამთავრებული. ეს ტენდენცია კი სულ უფრო მეტ ადამიანს შიმშილს უქადის. საფრთხის შემცველია ინფლაციის ის ტემპიც, რაც მსოფლიოში შეინიშნება, ცენტრალური ბანკები კი ეკონომიკის აღსადგენად მასტიმულირებელი ზომების მიღებას  ცდილობენ.

კვლევის თანახმად, მომდევნო წლების განმავლობაში პანდემიის შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ბევრი ფერმერი დაუბრუნდება საკუთარ საქმიანობას, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის საკვების წარმოებას. აღნიშნული ტენდენცია მოსალოდნელია როგორც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, ისე ევროპასა და აზიაშიც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *