დადასტურებულია GRANT THORNTON-ისა და EBIT GROUP-ის მიერ.
ღვინისა და სპირტის წარმოების სფეროსგან განსხვავებით, როგორც ბაზარზე არსებული კომპანიების რაოდენობით, ასევე სექტორის ჯამური შემოსავლებითაც, ქართული ლუდის წარმოების ფინანსური მაჩვენებლები შედარებით მცირეა. 2018 წლის მდგომარეობით, ამ სფეროს მთავარი მოთამაშე სს “ლომისი” ანუ ლუდსახარში “ნატახტარია”, რომელიც თურქული Anadolu Efes Group-ის წევრია. სიაში მეორე ადგილს სს “ქართული ლუდის კომპანია”, ანუ “ზედაზენი” იკავებს, რომლის შემოსავალიც 87.8 მილიონ ლარს აჭარბებს.
რეიტინგი საჯაროდ გამოქვეყნებული აუდიტორული ანგარიშგებებისგან შედგება. მასში რიცხვები არის წარმოდგენილი იმ სახით, რა სახითაც ის ამ კომპანიების მოგება-ზარალისა და ბალანსის უწყისშია ასახული. ცალკეულ მწარმოებლებს არა აქვთ საჯაროდ გამოქვეყნებული აუდიტორული ანგარიშგება, რის გამოც ისინი აღნიშნულ რეიტინგში ვერ ხვდებიან.