ლუი ვიტონმა Tiffany & Co-სთან 16.2 მილიარდიანი გარიგება დადო

ლუი ვიტონმა Tiffany & Co-სთან 16.2 მილიარდიანი გარიგება დადო

ლუი ვიტონი Tiffany & Co.– ს 16.2 მილიარდ დოლარად შეიძენს, რაც მას სამკაულების ბაზარზე  პოზიციების გამყარებაში დაეხმარება. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ჯგუფი აღნიშნავს, რომ კომპანია ინვესტირებას აპირებს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საიუველირო კომპანიის განვითარებაში.

„მინდა გამოვხატო ჩვენი უდიდესი პატივისცემა Tiffany & Co.-ს მიმართ. ჩვენი გუნდი აპირებს კომპანიის განვითარებას იგივე მონდომებით და ენთუზიაზმით, როგორც ვზრუნავთ თითოეულ ჩვენს მოდის სახლზე“, – განაცხადა ლუი ვიტონის CEO ბერნარ არნომ.

„სტრატეგიული ანალიზის შემდეგ, ჩვენმა საბჭომ დაასკვნა, რომ LVMH-თან ეს გარიგება გვაძლევს გზას მორიგი წარმატებებისკენ. ლუი ვიტონი აპირებს ინვესტირებას Tiffany & Co.-ს აქტივებში და ასევე ადამიანურ კაპიტალში“, აღნიშნა როჯერ ფარამ, Tiffany & Co.-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში LVMH–მა Tiffany & Co.-ს 120 დოლარი შესთავაზა თითო აქციაში, საბოლოო ჯამში მხარეები შეთანხმდნენ, რომ ლუი ვიტონი 135 დოლარს გადაიხდიდა კომპანიის თითო აქციაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.