მაღალი რისკის ქვეშ მყოფი სექტორების წილი საქართველოს მშპ-ში 33%-ია – Recov.ge

მაღალი რისკის ქვეშ მყოფი სექტორების წილი საქართველოს მშპ-ში 33%-ია – Recov.ge

მაღალი რისკის ქვეშ მყოფი სექტორების წილი საქართველოს მშპ-ში 33%-ია – ამის შესახებ Recov.ge-ს მიმოხილვაშია აღნიშნული. როგორც პლატფორმაზე განთავსებულ მიმოხილვაში წერია, საქართველოს მშპ-ს ეკონომიკურ საქმიანობებზე კრიზისს სხვადასხვაგვარი გავლენის ხარისხი აქვს.

“სასტუმრო & საკვები და ხელოვნება-გართობის საქმიანობები ძალიან მაღალი რისკის ქვეშ არიან, თუმცა ჯამურად მათი წილი მშპ-ში დაახლოებით 10%-ია. უფრო დიდი წილი აქვს ეკონომიკაში საბითუმო & საცალო ვაჭრობას (14%) და მშენებლობას (8.6%). ეს სექტორებიც მაღალი რისკის ზონაში ხვდებიან“, – წერია მიმოხილვაში.

გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკის ტურიზმზე დამოკიდებულება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2019 წელს ტურიზმის სექტორის წილი საქართველოს მშპ-ში 8.1% იყო.

“ადგილობრივ ტურიზმს მთლიან ტურიზმში მცირე წილი აქვს და 27%-ს შეადგენს (სასტუმროების სტუმრებში საქართველოს რეზიდენტების წილი, საქსტატი, 2018 წ). ამ მონაცემებით საქართველო ხვდება ქვედა მარჯვენა ჯგუფში (საბერძნეთის სიახლოვეს). მოსალოდნელია, რომ კრიზისს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ამ კატეგორიაში მოხვედრილი ქვეყნების სასტუმროების ინდუსტრიასა და ეკონომიკაზე, ეკონომიკური აღდგენის პროცესი კი ხანგრძლივი იქნება“, – წერს Recov.ge.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *