მაისში ინფლაციის დონემ 0.2 პროცენტი შეადგინა

მაისში ინფლაციის დონემ 0.2 პროცენტი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით მაისში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.2%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 6.5% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 6.5%-ით გაძვირდა.

მაისში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: რესტორნების მომსახუერება (გატანის სერვისით) 4.3%-ით გაძვირდა, სამედიცინო პროდუქტები 2.8%-ით გაძვირდა. 4.4%-ით გაიაფდა საავტომობილო საწვავი.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები (14.7%-ით) გაიზარდა. ჯანმრთელობის დაცვის ფასი 6.1%-ით გაიზარდა. ბოლო ერთ წელიწადში ხილი 47%-ით გაძვირდა, რძე, ყველი და კვერცხი 25%-ით,  ხორცი და ხორცის პროდუქტები 13.5%-ით,  ბოსტნეული და ბაღჩეული 3%-ით, პური და პურპროდუქტები – 9%-ით.

გრაფიკი: წლიური ინფლაციის მაჩვენებლები

          

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.