„მართე ბიზნესი ბიზნეს მობილბანკით“ - როგორ შეიქმნა და განვითარდა საქართველოს ბანკის აპლიკაცია ბიზნესებისთვის

„მართე ბიზნესი ბიზნეს მობილბანკით“ - როგორ შეიქმნა და განვითარდა საქართველოს ბანკის აპლიკაცია ბიზნესებისთვის

ბიზნესის სწორად მართვას განსაკუთრებული ყურადღება, დრო და რესურსები სჭირდება. თანამედროვე სამყაროში კი ტექნოლოგიები ამ ყველაფრის დაზოგვის, შესაბამისად – ბიზნესის ეფექტიანად მართვის შესაძლებლობას იძლევა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის ავითარებს აპლიკაციას – ბიზნეს მობილბანკს, რომელიც უკვე იქცა 80 ათასზე მეტი მომხმარებლისთვის ბიზნესის და ფინანსების მართვის გამორჩეულ პლატფორმად. ბლოგში გიამბობთ, როგორი ტრანსფორმაცია განიცადა აპლიკაციამ, რომელიც წელს SME Business Agency-იმ საქართველოში საუკეთესო ბიზნეს მობილბანკად აღიარა.

„მართე ბიზნესი ბიზნეს მობილბანკით“

2021 წელს, დიგიტალიზაციის მზარდ ტენდენციებზე საპასუხოდ, საქართველოს ბანკმა ბიზნესებს გამორჩეული ტექნოლოგიური ინსტრუმენტი შესთავაზა. აპლიკაცია ფინანსების მართვის გამარტივების მისიით შეიქმნა და კომპანიებს საბანკო პროდუქტებითა და სერვისებით დისტანციურად სარგებლობის შესაძლებლობა მისცა. შექმნიდან 1 წელიწადში კი საქართველოს ბანკმა მომხმარებლებს სრულიად განახლებული ბიზნეს მობილბანკი წარუდგინა.

სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი მომხმარებლების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შეიქმნა და არაერთ სიახლეს სთავაზობდა ბაზარს. მათ შორის იყო ანგარიშების მართვის ფუნქციონალი, დოკუმენტების დადასტურების შესაძლებლობა, შეღავათიანი პირობები ვალუტის კურსის კონვერტაციაზე და სხვა.

განახლებული ბიზნეს მობილბანკი დიზაინის კუთხითაც გამოირჩეოდა – პარამეტრების მორგების ფუნქციონალით შესაძლებელი გახდა პირადი მონაცემების შეცვლა, დიზაინის სასურველი რეჟიმის შერჩევა და ავტორიზაციის პროცესის კომფორტულად გავლა.

აპლიკაციის განვითარება მომდევნო წლებში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდა და მან ბიზნესისთვის საჭირო არაერთი ფუნქციონალი შეიძინა.

ფუნქციონალები

4 წლის განმავლობაში საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ყოვლისმომცველ ფინანსურ აპლიკაციად გარდაიქმნა და ბიზნესებს, ტრადიციული საბანკო სერვისების მიღმა, არაერთი სასარგებლო სერვისი შესთავაზა. დღეს ბიზნეს მობილბანკით შესაძლებელია:

  • ყველა ტრანზაქციის შესრულება, რაც ბიზნესს შესაძლოა დასჭირდეს;
  • ამონაწერის მიღება როგორც ჯამურ თანხებზე, ისე ანგარიშის ნომრისა და თარიღის მიხედვით;
  • ხელფასის გადარიცხვა;
  • საკრედიტო ხაზის ათვისება და შეღავათიანი ბიზნეს სესხით სარგებლობა;
  • ინდივიდუალურად ან პაკეტურად გადარიცხვების შესრულება;
  • ციფრული ან პლასტიკური ბიზნეს ბარათის შეკვეთა;
  • ბიზნეს ნაკრების გახსნა;
  • ახალი ანგარიშის გახსნა;
  • ბიზნეს ანაბრის გახსნა და სხვა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერვისი, რომლითაც სარგებლობა კომპანიებს მობილბანკის დახმარებით შეუძლიათ, ბიზნეს შეთავაზებებია. იგი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ საბუღალტრო, საგადასახადო, მარკეტინგულ და სხვა სერვისებზე ფასდაკლებებს აერთიანებს.

ჯილდოები

ბიზნეს მობილბანკი დროთა განმავლობაში იქცა ინსტრუმენტად საუკეთესო საბანკო გამოცდილების მიღებისთვის. ეს პროგრესი კი საერთაშორისო გამოცემებმაც აღიარეს.

2023 წელს Global Finance-მა მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო ციფრული კორპორაციული ბანკების ქვე-კატეგორიის გამარჯვებულები გამოავლინა. მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს მობილური აპლიკაციის ნომინაციაში გამარჯვებულად კი საქართველოს ბანკი დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ ჯილდო საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკმა 2024 წელსაც მოიპოვა. ამჯერად მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო სააგენტომ (SME Banking Agency) საქართველოს ბიზნეს მობილბანკი, ბიზნეს ინტერნეტბანკთან ერთად, ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა. აღსანიშნავია, რომ რეგიონულ რეიტინგში საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი 60-ზე მეტ ფინანსურ ინსტიტუტს შორის მეორე ადგილს იკავებს. საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი კი რეგიონში წამყვან 10 საბანკო აპლიკაციას შორის მოხვდა.

დღეს საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებელი 94%-ს უტოლდება.

გაიგეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის შესახებ მეტი ამ ბმულიდან, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.

S