მარტში საქართველოს ექსპორტი 22 პროცენტით შემცირდა

მარტში საქართველოს ექსპორტი 22 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2020 წლის მარტში 2019 წლის მარტთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 22%-ით (72 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 13%-ით (102 მლნ დოლარით) შემცირდა.

2020 წლის მარტში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 252 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 655 მლნ დოლარი შეადგინა. გასული თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 403 მლნ დოლარია, რაც 2019 წლის მარტის უარყოფით ბალანსზე 29 მლნ დოლარით ნაკლებია.

სამი თვის ჯამში, 2020 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი 6%-ით, ხოლო იმპორტი 1.4%-ით შემცირდა. სამი თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1 218 მლნ დოლარია, გასული წლის სამ თვეში 1 198 მლნ დოლარი იყო.

მარტის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 21 აპრილს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.