მარტში უცხოური ვალუტის რეზერვები 19 მილიონი დოლარით შემცირდა

მარტში უცხოური ვალუტის რეზერვები 19 მილიონი დოლარით შემცირდა

2019 წლის მარტში, წინა თვესთან (თებერვალთან) შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვები 19 მილიონი დოლარით (1%-ით) შემცირდა. ბოლო ერთ წელიწადში უცხოური ვალუტის რეზერვები 469 მილიონი დოლარით (17%-ით) არის გაზრდილი.

2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 3.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 2.7 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 552 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.

გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.